მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს Anthropic-სა და Lambda-ს შორის დადებული $35-მილიარდიანი გარიგება?

GIP

ხელოვნური ინტელექტის სექტორში მომუშავე კომპანია Anthropic-მა Nvidia-ს მიერ მხარდაჭერილ ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის პლატფორმა Lambda-სთან $35 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმება ტეხასის შტატში მდებარე მონაცემთა ცენტრის რესურსების ათვისებას ეხება. 350-მეგავატიანი სიმძლავრის ობიექტი ამჟამად მშენებლობის პროცესშია და მას კომპანია Hut 8-ი აშენებს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტეხასის მონაცემთა ცენტრის უშუალო დამქირავებელი თავად Nvidia იქნება. გარიგების შედეგად, Anthropic-ის სისტემებისთვის საჭირო Nvidia-ს რესურსების მიწოდება მკვეთრად გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟაზე გასასვლელად მომზადების პროცესში მყოფი Anthropic-ი საკუთარი გამოთვლითი სიმძლავრეების გაფართოებას აქტიურად განაგრძობს. ეს ნაბიჯი კი მიზნად AI-კოდირების ხელსაწყო Claude Code-სა და Claude-ის მოდელებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს. გასულ კვირას კომპანიამ დასავლეთ ვირჯინიაში მდებარე Nscale-ის მონაცემთა ცენტრიდან გამოთვლითი რესურსების ქირაობისთვის $45 მილიარდის გამოყოფის შესახებაც განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები