კრიპტოინდუსტრიის გლობალურმა გიგანტმა, Binance-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახთან დაკავშირებულ კრიპტოპროექტს, World Liberty Financial-ს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადა.
პარტნიორობა Binance-ის სავაჭრო პლატფორმაზე World Liberty Financial-ის ტოკენის ინტეგრაციას და ლიკვიდობით მხარდაჭერას მოიცავს, რაც ტრამპის კრიპტოვალუტაზე მოთხოვნას ზრდის.
ტრამპის ოჯახის წევრები, რომლებიც პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან, აცხადებენ, რომ მათი მიზანი ამერიკის „მსოფლიო კრიპტო დედაქალაქად“ ქცევაა და როგორც ჩანს, ამ პროცესში საკვანძო როლი სწორედ Binance-ს ექნება.
უცნობია, თუ რა სარგებელს იღებს Binance-ი ამ პარტნიორობის ფარგლებში, თუმცა სავარაუდოა, რომ ის პოლიტიკურ მხარდაჭერას უკავშირდება და არც წმინდად ფინანსურ ურთიერთობას.
როგორც ცნობილია, World Liberty Financial-ის პროექტმა უკვე მოიზიდა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მას წლის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ DeFi პლატფორმად აქცევს, თუმცა ამ ზრდის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი პრეზიდენტია, რომელთან დაახლოება როგორც ინვესტორებს, ასევე Binance-ის ხელმძღვანელებს სურთ, ამიტომაც პროექტის ინვესტორთა შორის სხვა მსხვილი კრიპტობირჟების და კომპანიების დამფუძნებლებსაც ვხედავთ.




























