მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას მოიცავს Disney-ის და OpenAI-ის გარიგება?

openai

Walt Disney Company და სტარტაპი OpenAI თანამშრომლობას იწყებენ, რომლის ფარგლებში, ChatGPT და Sora სრულ წვდომას მიიღებენ Disney-ის არქივთან და ინტელექტუალურ საკუთრებასთან, რაც ათასობით ცნობილ პერსონაჟს, ფრენჩაიზს და წარმოსახვით სამყაროს მოიცავს. ამ ინფორმაციის და ინტელექტუალური საკუთრების დახმარებით Sora გაცილებით ზუსტად შეძლებს Disney-ის გმირებზე დაფუძნებული კადრების გენერირებას, რომელსაც როგორც მომხმარებლები, ასევე თავად Disney გამოიყენებს ახალი ფილმების და ანიმაციების შესაქმნელად.

ამ ინტელექტუალური „საგანძურის“ სანაცვლოდ OpenAI-ის თავისი $1-მილიარდიანი წილის გაცემა და მომავალში წინასწარ განსაზღვრული ფასით დამატებითი წილის გაყიდვაზე დათანხმება მოუწია, რაც იმას ნიშნავს, რომ Disney ამ გარიგებით გახდა როგორც OpenAI-ის ინვესტორი, ასევე მისი ერთ-ერთი მთავარი კომერციული მომხმარებელი.

ინვესტორები აღნიშნულ გარიგებას პოზიტიურად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ეს შეთანხმება ორივე მხარეს ზრდა-განვითარების საშუალებას მისცემს.

ცნობისთვის, OpenAI-ის კერძო შეფასება $500 მილიარდია, ხოლო Walt Disney-ის კაპიტალიზაცია $200 მილიარდის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები