საბერძნეთსა და უკრაინას შორის თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც „ვერტიკალური კორიდორის“ სახელით არის ცნობილი.
შეთანხმების მიხედვით, უკრაინა აშშ-ში წარმოებულ თხევად გაზს საბერძნეთის LNG-ინფრასტრუქტურის მეშვეობით მიიღებს, რაც კიევს საშუალებას აძლევს ენერგომომარაგება გაამრავალფეროვნოს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ რისკები შეამციროს.
ამ პროექტის წყალობით, უკრაინა სტაბილურ წვდომას მიიღებს ამერიკულ თხევად გაზთან, ხოლო საბერძნეთი რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს მოირგებს, რაც ქვეყანას დამატებითი სტაბილური შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს.




























