მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას მოუტანს "რუსული კანონი" ქვეყანას? - შალვა შავგულიძის პოზიცია

შავგულიძე

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, შალვა შავგულიძე განმარტავს, თუ რას მოუტანს „რუსული კანონი“ ქვეყანას მიღების შემთხვევაში. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლისას განაცხადა, შეუძლებელია გამარჯვებულად ჩაითვალოს ვინმემ თავი, როცა კანონის მიღებას ამხელა წინააღმდეგობა აქვს.

„მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, პარლამენტის წევრებს, საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, მედიის წარმომადგენლების ნაწილს და ყველას, ვისაც კანონის ასე ძალადობით გატანა და მიღება გამარჯვება გგონიათ. რას მოუტანს ეს კანონი ქვეყანას? ქვეყანაში აღარ იარსებებს დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ანუ ერთის მხრივ, გაქრება ხელისუფლების კრიტიკული შეფასების ხმა, რაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი სიკეთეები და მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ მრავალი მიმართულებით იმ უფასო სერვისებს, რომლებსაც არასამთავრობო სექტორი ახორციელებს.

ანუ, მივიღებთ უკრიტიკო ხელისუფლებას და ქვეყნის დათრგუნულ მოსახლეობას, რომლის მატერიალური თუ უფლებრივი მდგომარეობა მთლიანად ხელისუფლების „კეთილ ნებაზე“ იქნება დამოკიდებული. ასე იმუშავა ანალოგიურმა კანონმა რუსეთში და ასე იმუშავებს ეს კანონი აქაც. უცხო ძალად და მტრად გამოცხადდება პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც მათგან გაუცხოებას გამოიწვევს და შედეგად, მარტო დარჩებით ჩვენი ნამდვილი მტრის, რუსეთის წინააღმდეგ. აი ასეთი შედეგები ექნება ამ კანონს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები