მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ნიშნავს გერმანიის კოალიციური შეთანხმება?

ფრიდრიხ მერცი

გერმანიაში რამდენიმე თვის წინ დაწყებული პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია.

მთავრობას ქრისტიან-დემოკრატები (CDU) და სოციალ-დემოკრატები (SPD) შეკრავენ, ხოლო კანცლერი ფრიდრიხ მერცი იქნება, მაგრამ ქვეყნის მმართველად ის ოფიციალურად მაისში დაინიშნება, რადგან მის კანდიდატურას, ისევე, როგორც კოალიციის თაობაზე შეთანხმებას მხარი სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა უნდა დაუჭირონ.

მერცის სამთავრობო კაბინეტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება: ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურის, ციფრული განვითარების, ჯანდაცვის, ოჯახური ღირებულებების, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობის და განათლების სამინისტროებს ქრისტიან-დემოკრატები ჩაიბარებენ, ხოლო სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრები ფინანსების, თავდაცვის, განვითარების, შრომის და იუსტიციის სამინისტროებს ჩაიბარებენ.

დღეს, გერმანია, ისევე, როგორც ევროპა დიდი ეკონომიკური გასაჭირის წინაშე დგას, რაშიც დიდ როლს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული სატარიფო პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. ამგვარად, გერმანიის ახალ კანცლერს საარჩევნოდ დაანონსებული დაპირებების დროებით გადადება და აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკება მოუწევს, როგორც უშუალოდ გერმანიის, ასევე ევროკავშირის ჭრილში.

თუმცა საგარეო გამოწვევებთან ერთად, ფრიდრიხ მერცის და მისი კაბინეტის წინაშე კიდევ ერთი გამოწვევაა. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ადგილი ულტრამემარჯვენე AfD-მ დაიკავა, ანუ მესამეადგილოსან სოციალ-დემოკრატებსაც დაჯაბნა. შედეგად, პოლიტიკური გემოვნების ცენტრში კოალიციის შესაკრავად მერცს სხვა ვარიანტი არ ჰქონდა, გარდა SPD-სთან თანამშრომლობისა, რის გამოც, გერმანელმა პოლიტიკოსმა საკუთარი წინასაარჩევნო რიტორიკა შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები