ნოემბერი ნოვაში მნიშვნელოვანი თვეა, კომპანია 8 ნოვემბერს 17 წლის იუბილეს აღნიშნავს და მთელი თვის განმავლობაში მომხმარებელს განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის.
1 ნოემბერი - დამატებითი დრო ნოვაში
8-10 ნოემბერი - ნოვას დაბადების დღე
15 ნოემბერი - დამატებითი დრო ნოვაში
23 – 26 ნოემბერი - შავი პარასკევის დღეები ნოვაში
ამ დღეებში ნოვას შვიდივე ფილიალში ( თბილისი,ბათუმი,ქუთაისი,ხაშური, გორი, თელავი, მარნეული) მისულ მომხმარებელს დახვდება განსაკუთრებული ფასდაკლებები სრულ ასორტიმენტზე, მრავალფეროვანი გათამაშებები და საჩუქრები.
1და 15 ნოვემბერი-დამატებითი დრო ნოვაში
საღამოს 20 :00 საათიდან 00:00 საათის ჩათვლით ნოვაში მისულ მომხმარებელს დახვდება ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე და რაც მთავარია მათი ფავორიტი გათამაშება -,,15 წამი ნოვაში,, რომელიც ამჯერად განახლებული წესებით ბრუნდება. ახალი წესების მიხედვით მომხმარებელი ყოველ გადახდილ 100 ლარზე იღებს 1 წამს და დაგროვილი წამების განმავლობაში უნდა მოასწროს სასურველი ნივთის აღება საჩუქრად. წამების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 15 წამს.
ნოვას დაბადების დღე-8,9 და 10 ნოვემბერი.
8 ნოვემბერს ნოვას 17 წელი უსრულდება და იუბილესთან დაკავშირებით ტრადიციულად მრავალფეროვან აქტივობას სთავაზობს თავის მომხმარებელს.
განსაკუთრებული ფასდაკლებები და ,,15 წამი-ს,, გათამაშება იმოქმედებს სამივე დღეს.
მხოლოდ 8 ნოვემბერს კი, კომპანია თავის მომხმარებელს სიუპრიზს პირდება - პროდუქციის გატარებისას შემთხვევითობის პრინციპით აინთება სალარო და გამოვლინდება იღბლიანი მომხმარებელი, რაც ნიშნავს, რომ მას გაუნულდება ჩეკი და არჩეულ პროდუქციას მიიღებს უფასოდ.
23,24 25 და 26 ნოვემბერს ნოვა შავ პარასკევს აღნიშნავს
შავი პარასკევის შეხვედრა ნოვაში 23 ნოვემბერს საღამოს 21:00 საათიდან იწყება და 26 ნოვემბრის ჩათვლით გრძელდება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფასდაკლებების და „15 წამის“ გათამაშების თანხლებით.
23 ნოვემბერს ღამის 21:00 საათიდან 01:00 საათამდე ნოვას ყველა ფილიალში მოსული მომხმარებელი შეძენილ წამებთან ერთად კომპანიისგან დამატებით 3 წამს მიიღებს საჩუქრად.