ვისაც ბინის მოძებნა საკუთარი ძალებით ერთხელ მაინც გიცდიათ, ალბათ ის მომენტიც გემახსოვრებათ, როგორი შეგრძნებაა ინტერნეტში ათვალიერებდე უამრავ ერთმანეთის მსგავს განცხადებას, სადაც ერთი კორპუსის ანალოგიური ბინების ფასებიც კი არ ემთხვევა ერთმანეთს, ხედავდე სტანდარტულ, პრიალა რენდერებს, რომელიც პრემიუმ კლასის ცხოვრებასა და მულტიფუნქციურ გარემოს საუკეთესო ფასად გპირდებათ და არ იცოდე როგორ მოიქცე.
უკანასკნელ წლებში გაკეთებული არაერთი მცდარი პროგნოზის მიუხედავად, საქართველოში უძრავი ქონების ფასი გამუდმებით იზრდება, მცირე რყევებს, როგორც ჩანს ბაზარიც მიეჩვია და მომხმარებელიც, გაზრდილი არჩევანი კი ბიზნესებს გაყიდვების, ხოლო მომავალ მობინადრეებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პრობლემის წინაშე აყენებს.
სამშენებლო ბაზრის განვითარებასთან ერთად განვითარდა და დივერსიფიცირდა კომპეტენციებიც და სამშენებლო კომპონენტის აუთსორსინგთან ერთად, დეველოპერული კომპანიები მარკეტინგისა და გაყიდვების სერვისებსაც უფრო თამამად ანდობენ თავისი საქმის პროფესიონალებს.
სწორედ ამ პროცესის შედეგი იყო 2020 წელს ბაზარზე უძრავი ქონების სააგენტო
”ლოკაციას” გამოჩენაც, რომელმაც ტრადიციული მარკეტინგი და გაყიდვები ერთ სინქრონულ სისტემად აქცია, რომელიც კვალიფიციური ლიდების რაოდენობასა და მათი გარდასახვის მაჩვენებელზე დგას.
ამ სინერგიის ეფექტურობა იმ ფაქტითაც მარტივად დასტურდება, რომ მხოლოდ 2025 წელს, “ლოკაციამ” 36 000 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების რეალიზაცია მოახერხა.
ცხადია, რომ სამშენებლო ბაზარზე რიცხვების გარეშე ვერაფერს გახდები, მაგრამ მხოლოდ რიცხვები, შესაბამისი ანალიზისა და კონტექსტუალიზაციის გარეშე, რიგით მომხმარებელს ბევრს ვერაფერს ეტყვის.

TBC capital-ის უკანასკნელი კვლევის მიხედვით სექტემბრის თვეში მხოლოდ თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 3869 ერთეული შეადგინა, რაც შეეხება საშუალო ფასს, ის მხოლოდ 3%-ით გაიზარდა.
რიცხვებს რომ გავყვეთ, ყველაზე მეტი ბინა ისევ დიღომში გაიყიდა, ყველაზე პოპულარული კი 50-75 კვადრატული მეტრის მქონე ბინებია.
ყველაზე მაღალი წლიური ზრდით კრწანისი გამოირჩა (92%), ყველაზე ხელმისაწვდომი კვადრატული მეტრის ფასი სამგორში იყო (1027 $), ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი კვლავ ვაკისა და მთაწმინდის უძრავ ქონებაზეა შენარჩუნებული (2000 $ +)
გაცემული ნებართვების ნახევარზე მეტი (55%) დიდ დიღომზე, ისანსა და კრწანისზე მოდის, რაც იმედს აჩენს, რომ დედაქალაქის განაშენიანება უკეთესი გზით, ე.წ. შიგნიდან გარეთ მოხდება.
სწორი კითხვების დასმის გარეშე დეველოპერულ ბაზარს ვერც თავს გაუგებ, ვერც ბოლოს, კითხვები კი ორივე მხრიდან ისმის :
- როგორ დგინდება ბაზარზე უძრავი ქონების ფასი?
- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ ქონების საინვესტიციოდ შეძენა გვსურს?
- როგორ ჩამოვაყალიბოთ შეთავაზების პირობა ისე, რომ მყიდველსაც გაუმარტივდეს გადაწყვეტილების მიღება და არც კომპანიის ფინანსური ინტერესები დაზარალდეს?
- რა ფაქტორები განაპირობებს უძრავ ქონებაზე მაღალ მოთხოვნას?
- რამდენად მდგრადია ეს ფაქტორები გრძელვადიან პერიოდში?
სწორედ ამ კითხვებზე სწორი პასუხების ქონა, მარკეტინგის, კონტენტისა და გაყიდვების სინერგიული მუშაობა და Data-Driven მიდგომა ქმნის საუკეთესო შედეგს, როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეებისათვის.
ამ ეტაპზე “ლოკაციას” გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით 20 პროფესიონალ მრჩეველს აერთიანებს, რომელთა წყალობითაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ბრენდი, რომელიც ბინის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებსა და დეველოპერულ კომპანიებს ერთმანეთთან ყველაზე სასარგებლო თანამშრომლობის გზით აკავშირებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვეძებთ საუკეთესო ბინას მობინადრისათვის და საუკეთესო მობინადრეს სამეზობლოსთვის.
სწორ დროს, სწორ ლოკაციაზე ყოფნა, დეველოპერულ ბიზნესში მუშაობის მშრალი, ტრანზაქციული ბუნების დასრულებას და ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებული, ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ნიშნავს.
დაინტერესების შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე : 593 366 922
(R)




























