მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს და რა მიზნებს ემსახურება “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ - ანგარიში

61b9a868f2eb7
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.21 21:45
445
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საზოგადოებას საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა, რომელსაც ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა.

ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” სახელმწიფოს ბაზაზე არსებულ კლინიკებს აერთიანებს და ის სახელმწიფო კლინიკების მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის თებერვალში შეიქმნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მიზანია უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის. ეს კი, თავისი მხრივ, მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.

ანგარიშის მიხედვით ჰოლდინგს ამ პერიოდის განმავლობაში შემდეგი მიღწევები ჰქონდა:

• „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა“ შეძლო და სრულად აღჭურვა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი კოვიდმიმღები კლინიკაა; პანდემიის პერიოდში რუხის კლინიკა 6 000-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა, მათ შორის - ოკუპირებული აფხაზეთიდან.
• რეაბილიტაცია ჩაუტარდა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და გაასამმაგა არსებული საწოლფონდი; ჯამში, კი ჰოლდინგში შემავალ ყველა კლინიკაში საწოლფონდი 65%-ით გაზარდა.
• „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მეშვეობით, ქვეყნის მასშტაბით 130-ზე მეტი საკარანტინე სივრცე და კოვიდსასტუმროები იმართა.
• „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ 2021 წლის მარტიდან ჩაერთო იმუნიზაციის პროცესში, ამოქმედდა იმუნიზაციის მოძრავი ცენტრები, დაკომპლექტდა ბინაზე, თავშესაფრებსა და რეგიონებში გამსვლელი მობილური ბრიგადები.
• დღემდე ჰოლდინგში შემავალი კლინიკების ვაქცინაციის სივრცეებში 485 536 კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ჩატარდა, რაც ქვეყანაში ჩატარებული აცრების 25%-ს შეადგენს.
• „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევათა იდენტიფიცირების, სწორი რეფერალის, ბინაზე მეთვალყურეობისა და პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურ ონლაინკლინიკას მართავს ; მეთვალყურეობას უწევს COVID-19-ის შემთხვევებს; უზრუნველყოფს პროცესის მონიტორინგსა და მართვის ხარისხს.

აღსანიშნია, რომ 2020 წლის თებერვლიდან დღემდე „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში“ რამდენიმე კლინიკა „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“; რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო; „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“; „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ონკოლოგიური საავადმყოფო) „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“; „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“; „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“; „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო“ გაერთიანდა.

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ უახლოეს მომავალში მის მართვაში არსებული ყველა კლინიკის ეტაპობრივ რეაბილიტაციას და ტექნიკურ აღჭურვას გეგმავს; ამასთან, დასკვნით ეტაპზეა ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ შენობის სრული რეაბილიტაცია, ასევე „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ შენობის ნაწილის რეაბილიტაცია და ახალი, 10 სართულიანი, თანამდროვე სტანდარტების კლინიკის აშენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები