აგროსერვისების მიმწოდებელი პირველი ქართული კომპანია, “ლურჯი ბაღი" ინოვაციური აგრო-საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც პოტენციურ მომხმარებლებს მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს − იდეის დაბადებიდან - ექსპორტის განხორციელებამდე. ნიადაგის მომზადების ოპტიმალური თანმიმდევრობის შემუშავებიდან დაწყებული, დარგვის სქემებისა და ირიგაციის სისტემების განსაზღვრამდე, კომპანია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ასპექტს ზედამხედველობს. “ლურჯი ბაღი” სარწყავი სისტემის შერჩევას, ნიადაგის დამუშავებას მის საკუთრებაშივე არსებული სასოფლო სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკით უზრუნველყოფას და ბაღის განვითარებისა და კონტროლის მჭიდრო მონიტორინგს ახორციელებს. კომპანიის ანგარიშზე უკვე არაერთი წარმატებული პროექტია და გეგმებიც, არანაკლებ მნიშვნელოვანი.
სტუმარი: ნიკოლოზ დიდებაშვილი - “ლურჯი ბაღის“ თანადამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად