მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას სთავაზობს მომხმარებელს ტექნოლოგიური აგროსტარტაპი Agro Meta?

აგრო

ტექნოლოგიური აგროსტარტაპი Agro Meta, რომელიც რეგიონებში ფერმერებს აგრო-დრონების სერვისს სთავაზობს და აგროინდუსტრიის გაციფრულებას ხელს უწყობს, აცხადებს, რომ მათი სერვისები ეკოლოგიაზე ზიანს ამცირებს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "საქმიანი დილა" კომპანიის დამფუძნებელმა, ნიკა მესხმა ისაუბრა.

ეთერში კომპანიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა "აგრომეტას" ყველაზე მთავარ უპირატესობებს - ფერმერებისთვის გამარტივებულ ხელმისაწვდომობას, გაფრქვევის მაღალ სიზუსტეს, მომსახურების სისწრაფესა და ეკოლოგიურობას.

მისივე განმარტებით, კომპანია ოპერირებს ტრადიციულ მექანიზაციაზე 10-ჯერ სწრაფად და წყლის ნორმას 70-90%-ით ამცირებს, რითაც ფერმერებს ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო და ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს.

„ჩვენი მისიაა, ნაკლები დანახარჯი და გაცილებით მეტი სარგებელი, რაც მთავარია, გარემოზე მინიმალური ზიანით. გარკვეულ შემთხვევაში კი, ვაღწევთ ნულოვან ზიანსაც. „აგრომეტაში“ პასუხისმგებლები ვართ ფერმერების კულტურების ვეგეტაციის პროცესზე – ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა აგროღონისძიებებს, ვებრძვით როგორც სოკოვან დაავადებებს, ასევე მავნებლებს, რათა ფერმერებს ნულოვანი ზარალი ჰქონდეთ.

მოგეხსენებათ, მსგავსი აგროღონისძიებები ძალიან მოკლე ვადებში უნდა განხორციელდეს. ჩვენ შეგვიძლია სწრაფი რეაგირება და ფერმერებისთვის სერვისის მიწოდება ოპტიმალურ დროში. ასევე, პესტიციდების მოხმარებას დაახლოებით 25-30%-ით ვამცირებთ, რაც სარგებელს არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ მთლიანად გარემოს აძლევს,“ - დასძენს მესხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები