მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ პერსონალს?

641f635c307b4
მარიამ ვარადაშვილი
26.03.23 01:02
906
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო ისეთ მდგომარეობაშია მისი რემონტი შეუძლებელია და მის ადგილას ახალი თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო უნდა აშენდეს.

“საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწვეტილება მიღებული გვაქვს. 70-იან წლებში აშენებული შენობაა და შეუძლებელია ის დღევანდელ მოთხოვნებს პასუხობდეს, ამის მიღწევაც ფაქტობრივად შეუძლებელია. გადავწყვიტეთ, რომ შენობის წინა მხარე, რომელიც შედარებით ადრეა აშენებული, დარჩეს. თუმცა კლინიკად ისიც ვერ გამოდგება და მას გამოვიყენებთ იმ შენობის საოფისე სივრცედ, რომელიც მის უკან აშენდება. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი შენობა. სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოშო მუშაობს, ყველანაირ გარანტიას ვაძლევთ რომ მათ ნაწილს თუ სრულად არა, სხვადასხვა კლინიკაში დავასაქმებთ. ან თუ ვერ დავასაქმებთ გარანტირებულად შევძლებთ სახელფასო ანაზღაურების სრულად შენარჩუნებას. ეს დაახლოებით სამწლიანი პროექტია, გახსნამდე დაახლოებით 6 თვით ადრე, კონკურსის წესით შევარჩევთ სამედიცინო პერსონალს, რომელიც ახალ რესპუბლიკურში იმუშავებს”,-აცხადებს აზარაშვილი.

გასულ კვირაში საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა საპროტესტო აქცია გამართა. როგორც კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური განყოფილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ განაცხადა, უკვე დაიხურა ორი განყოფილება, პედიატრიული და კოვიდთერაპიის დეპარტამენტი. მანამდე კი, რესპუბლიკური საავადმყოფოს 1000-მა თანამშრომელმა გაავრცელა მიმართვა, რომ საავადმყოფო იხურება და უსამსახუროდ რჩებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები