მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს პალესტინური აპლიკაცია UpScrolled, რომელმაც TikTok-ის მომხმარებლები მიიზიდა?

upscrolled

TikTok-ის ამერიკელი მომხმარებლები მასობრივად გადადიან ახალ სოციალურ პლატფორმაზე, UpScrolled-ზე, რისი მიზეზიც ჩინურ აპლიკაციაში ამოქმედებული პოლიტიკური ცენზურა და მფლობელობის ცვლილებაა.

პალესტინურ-ავსტრალიური წარმომავლობის ინჟინრის, ისამ ჰიჯაზის მიერ შექმნილმა აპლიკაციამ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის App Store-ის რეიტინგებში მოულოდნელად მეორე ადგილი დაიკავა და მან TikTok-ს გადაუსწრო. მომხმარებელთა გადინება განსაკუთრებით მას შემდეგ დაჩქარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ TikTok-ის ამერიკული ოპერაციები მილიარდერ ლარი ელისონთან დაკავშირებული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა, რასაც პლატფორმაზე პროპალესტინური და პოლიტიკურად აქტიური კონტენტის მკვეთრი შეზღუდვა მოჰყვა.

UpScrolled-ის პოპულარობა მის მთავარ დაპირებაზეა დაფუძნებული – პლატფორმა მომხმარებლებს ალგორითმული მანიპულაციების და ცენზურის გარეშე ხელმისაწვდომ გარემოს სთავაზობს. აპლიკაციის დამფუძნებლის განცხადებით, პროექტი სწორედ დიდი ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან პალესტინის მხარდამჭერი ხმების ჩახშობის საპასუხოდ შეიქმნა, თუმცა ის დღეს უკვე ფართო პოლიტიკური და სოციალური აქტივობის სივრცედ იქცა.

მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ TikTok-ზე ბოლო დროს „Free Palestine“ და სხვა პოლიტიკური ფრაზები ავტომატურად იბლოკება, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები