მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ევროკავშირში - TOP-10 საქონელი

62c193030a401
თელარა გელანტია
03.07.22 18:01
4193
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველო-ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 429 მლნ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტზე 352 მლნ დოლარის საქონელი გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირიდან 1 მილიარდ 77 მლნ დოლარის საქონელი ვიყიდეთ.

Bm.ge-მ საქსტატიდან ასევე გამოითხოვა ევროკავშირში საექსპორტო TOP-10 საქონლის სია. პირველ სამეულშია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, თხილი და სხვა კაკალი და სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი.



რაც შეეხება იმპორტს, ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირიდან TOP-3 საიმპორტო საქონელს შორისაა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები დაფასოებული, მსუბუქი ავტომობილები და ა.შ.

TOP-10 სიმპორტო საქონლის რეიტინგი:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები ($312 მლნ)
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული ($223 მლნ)
3. მსუბუქი ავტომობილები ($134 მლნ)
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები ($29 მლნ)
5. ფეროშენადნობები ($24 მლნ)
6. მსუბუქი ავტომობილები ($21 მლნ)
7. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები ($21 მლნ)
8. მინერალური და მტკნარი წყლები ($20 მლნ)
9. ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა ($19,6 მლნ)
10. ნაწარმი ხისა, სხვა ($11 მლნ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები