მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ყიდის საქართველო აშშ-ში - ექსპორტიორი კომპანიების TOP-10

5f1d5f611d80a
თელარა გელანტია
26.07.20 19:25
2122
2020 წლის პირველ ნახევარში საქართველომ და აშშ-მა ერთმანეთთან 233.6 მლნ დოლარი ივაჭრეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედით, საანგარიშო პერიოდში შემცირებულია როგორც ექსპორტი (-47.7%), ისე - იმპორტი (-39.1%) 

კერძოდ, საქსტატის მიხედვით, წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე 36.7 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე ($70.1 მლნ) 47.7%-ით ნაკლებია.

BM.ge-ის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ექსპორტის უდიდესი ნაწილი - 29.3 მლნ დოლარი ფეროშენადნობებზე მოდის. TOP-5 საექსპორტო ჯგუფშია: მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან ($1.6 მლნ); ყურძნის ნატურალური ღვინოები ($1.4 მლნ); მინერალური და მტკნარი წყლები ($1 მლნ) და ხილისა და ბოსტნეულის წვენები ($990 ათასი).

აშშ-ში ექსპორტიორი TOP-10 კომპანია 2020 წლის იანვარ-ივნისში:

1. შპს არომაპროდუქტი;
2. "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი";
3. შპს ჯორჯიან მანგანეზი;
4. სს თელავის ღვინის მარანი;
5. სს წყალი მარგებელი;
6. შპს რუსთავის ფოლადი;
7. შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო;
8. შპს ოლამ ჯორჯია;
9. შპს არესემ კორპ;
10. შპს გლენბერის.

შენიშვნა: ექსპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები