მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ყიდულობს რუსეთი მსოფლიოსგან - TOP-10 საქონელი

621f98061950f
შოთა ტყეშელაშვილი
03.03.22 00:00
41695
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უმკაცრესი სანქციების გამოცხადება მოჰყვა - წამყვანი რუსული ბანკების SWIFT-იდან გათიშვას, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას და სხვა ეკონომიკურ სანქციებს კი - რუსული რუბლის რეკორდული გაუფასურება. ამჟამად ერთი დოლარის საფასური უკვე 112 რუბლს აჭარბებს.

SWIFT-ის გათიშვის ფონზე, რუსეთისთვის იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები რადიკალურად გართულდება. რუსეთმა 2021 წელს $296 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა და $493 მლრდ დოლარის საქონელი გაყიდა.

შესაბამისად, რუსეთის საგარეო ვაჭრობა შარშან 200 მილიარდი დოლარის პროფიციტს შეადგენდა. რუსეთის ექსპორტის 54% საწვავისგან, გაზისგან და სხვა ენერგორესრუსებისგან შედგება.

იმპორტის მხირვ კი რუსეთის მთავარი საიმპორტო საქონელია ინდუსტრიული მანქანა-დანადრაგები, რომლის იმპორტიც შარშან თითქმის 200 მილიარდი დოლარი იყო.

რას ყიდულობს რუსეთი დანარჩენი მსოფლიოსგან:

1. მანქანა-დანადგარები - $144 მლრდ დოლარი;
2. მექანიკური აღჭურვილობა - $54 მლრდ, 4,501 ათასი ტონა;
3. ელექტრო ტექნიკა - $37 მლრდ, 1,847 ათასი ტონა;
4. პლასტმასი და პლასტმასის პროდუქტები - $13 მლრდ, 4,328 ათასი ტონა;
5. საავტომობილო მანქანების ნაწილები და აქსესუარები - $10.7 მლრდ, 1,481 ათასი ტონა;
6. მედიკამენტები - $9.6 მლრდ,
7. მანქანები - $8.0 მლრდ,
8. ტანსაცმელი - $7.9 მლრდ,
9. შავი ლითონები - $5.9 მლრდ, 5,610 ათასი ტონა;
10. შავი ლითონები (გარდა თუჯის, ფეროშენადნობების, ნარჩენებისა და ჯართის გარდა) - $5.1 მლრდ, 4,452 ათასი ტონა;

ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები რეიტინგში მეთორმეტე ადგილზეა, მისი იმპორტი კი $3.4 მლრდ დოლარს შეადგენს.

რუსეთის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდება:

1. ნედლი ნავთობი - $110.1 მილიარდი, 230 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 52%;
2. ნავთობპროდუქტები (გარდა ბენზინისა და დიზელისა) - $70.0 მილიარდი, 144 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 102%;
3. ბუნებრივი აირი - $55.5 მილიარდი, 203 მლრდ კუბ მეტრი, მატება წინა წელთან 114%;
4. მანქანები და აღჭურვილობა - $32.6 მილიარდი, მატება წინა წელთან 16%;
5. შავი ლითონები - $28.9 მილიარდი, 44 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 164%;
6. დიზელი - $26.2 მილიარდი, 49 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან -30%;
7. ბენზინი - $22.9 მილიარდი, 59 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 197%;
8. შავი, ლითონები, (გარდა თუჯის, ფეროშენადნობებისა და ჯართისა) - $22.0 მილიარდი, 31 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან -60%;
9. ქვანახშირი - $17.6 მილიარდი, 211 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 201%;
10. ფოლადი - $9.2 მილიარდი, 15 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან -12%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები