მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტს და რა მიზნით მოგზაურობენ საქართველოში - I კვარტლის სტატისტიკა

646205ce54e41
მარიამ ვარადაშვილი
15.05.23 20:00
838
საქსტატმა I კვარტლის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა. I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.2 მილიონი შემოსვლა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტორებს, საანგარიშო პერიოდში მათმა რიცხვმა 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი რუსეთის ფედერაციიდან იყო, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 15%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (256.8 ათასი), თურქეთის (216.4 ათასი) და სომხეთის (182.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.

საქსტატის თანახმად, ვიზიტების უმრავლესობა 46%-ზე მეტი დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. 26.4%-ის მიზანი კი მეგობრების/ნათესავების მონახულება იყო. 11.3%-მა კი საქართველო სხვა ქვეყანაში გადასასვლელად ტრანზიტად გამოიყენა.

2023 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.5 ღამე) 8.6%-ით ნაკლებია. I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 40.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე გაწეული ხარჯებიდან საკვებსა სასმელებზე დახარჯული თანხა ლიდერობს და 570 ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა 522 ლარით განთავსება, ხოლო მესამეზე 418.6 ლარით საყიდლები. 

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 31.7%-ით შემცირდა და 1 898.6 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები