მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აჭიანურებს იაპონია კრიპტო ETF-ების დამტკიცებას?

jpn btc

სამთავრობო ცვლილებების მიუხედავად, იაპონიის ხელისუფლება და მარეგულირებელი ორგანოები კრიპტო ETF-ების, მათ შორის, ბიტკოინის და ეთერიუმის სავაჭრო ფონდების დამტკიცებას აჭიანურებენ, რაც უჩვეულოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა კრიპტო ETF-ებს მწვანე შუქი აუნთეს და ბიტკოინის შეძენა ახალ უკვე პირდაპირ უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზეა შესაძლებელი.

როგორც იაპონური მარეგულირებელი ორგანოები განმარტავენ, კრიპტოაქტივებთან მიმართებით საინვესტიციო რისკები მაღალია, ამიტომ ETF-ების დამტკიცების პროცედურა ტექნიკურად საკმაოდ რთულია. ამავდროულად, ვითარებას ამწვავებს ის მოცემულობა, რომ კრიპტოაქტივებთან მიმართებით ქვეყნის კანონმდებლობა საკმაოდ ბუნდოვანია. მაგალითად, დღევანდელი მოცემულობით, ბიტკოინის ETF-ზე იაპონიაში 55%-იანი მოგების გადასახადი მოქმედებს, რაც მას ინვესტორებისთვის უინტერესო შეთავაზებად აქცევს.

როგორც ოპოზიციონერი კანდიდატები აღნიშნავენ, ვითარება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, კანონმდებლობა უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს და კრიპტოაქტივებზე მოგების გადასახადი 20%-ით განისაზღვროს, რაც სარგებლის მომტანი იქნება როგორც ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ასევე იმ ინვესტორებისთვის, რომელთაც კრიპტო ETF-ების შეძენა სურთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები