ამერიკულმა თერმობირთვულმა სტარტაპმა, Commonwealth Fusion Systems (CFS)-მა, რომელიც 2018 წელს MIT-დან გამოყოფის შემდეგ დაარსდა, დაასრულა ახალი დაფინანსების რაუნდი და $863 მილიონის დამატებითი კაპიტალი მოიზიდა.
სტარტაპის ინვესტორებს შორის არიან ისეთი გლობალური ტექნოლოგიური და ფინანსური გიგანტები, როგორებიცაა: NVIDIA, Google და ბილ გეიტსის მიერ შექმნილი Breakthrough Energy Ventures.
ამ შემთხვევაში, ინვესტორების როლი მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ მოიცავს. მაგალითად, NVIDIA სტარტაპისათვის გამომთვლელი მოწყობილობების გადაცემას აპირებს; Google-მა სტარტაპის მიერ გენერირებული ბირთვული ენერგია უნდა შეისყიდოს; ხოლო ბილ გეიტსის კომპანია მას გრძელვადიან სტრატეგიულ მხარდაჭერას და ლობირებას სთავაზობს.
CFS-ის მთავარი მიზანი SPARC-ტოკამაკის აშენებაა, რომელიც ულტრამძლავრი მაგნიტების წყალობით გაცილებით კომპაქტური და ეფექტიანი იქნება, ვიდრე წარსულში არსებული თერმობირთვული სინთეზის (ფუზიის) პროტოტიპები.
ექსპერტების შეფასებით, CFS-ის პროტოტიპი ბირთვული ენერგიის სექტორში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ინოვაციურია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ სტარტაპის წარმატების შანსს.




























