მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აფრთხილებს S&P Nvidia-ს საკრედიტო რეიტინგის შემცირებაზე

ჩინეთი

სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა Nvidia-ს AA საკრედიტო რეიტინგი ნეგატიური პერსპექტივით დაკვირვების სიაში შეიყვანა და ის ერთი საფეხურით, AA- ნიშნულამდე შესაძლო ჩამოქვეითების შესახებ გააფრთხილა.

სააგენტოს განცხადებით, მომდევნო 90 დღის განმავლობაში რეიტინგი იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ კომპანია მართვისა და კორპორაციული მმართველობის სისტემაში არსებულ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის. უწყებაში განმარტეს, რომ შეფასების უფრო მეტად გაუარესება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მიმდინარე მოკვლევები კომპანიის რეპუტაციის ან სამომავლო პერსპექტივების დაზიანებას გამოავლენს.

როგორც ირკვევა, აღმასრულებელ დირექტორ ჯენსენ ჰუანგის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ორ კვირაზე ნაკლებ დროში პოსტზე დაბრუნების ფონზე, S&P აღმასრულებელი რგოლის სუსტი ზედამხედველობითა და მემკვიდრეობის გეგმის არარსებობით უკმაყოფილოა.

როგორც სააგენტოს ანალიტიკოსებმა ენდრიუ ჩანგმა და დეივიდ ცუიმ განაცხადეს, ჰუანგის დაბრუნება ხელმძღვანელობის კონტროლთან დაკავშირებულ კითხვებს ვერ ხსნის და „საკვანძო ფიგურის“ რისკს წინა პლანზე სწევს.

ამას გარდა, S&P-მ ჩინეთის ბაზართან დაკავშირებული გეოპოლიტიკური რისკების მართვა, შიდა კონტროლის მექანიზმები და საბჭოს წევრების ხანგრძლივი უფლებამოსილების ვადა მიუღებლად მიიჩნია.

მაგალითისთვის, ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰარვი ჯოუნსი და ადრეული ინვესტორი ტენჩ კოქსი პოზიციებს 1993 წლიდან იკავებენ, ხოლო ბრუკ სიუელი საბჭოში 1997 წლიდან უცვლელად იმყოფება.

S&P-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საბჭოს მხრიდან ხარვეზების გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯები არადამაკმაყოფილებელია და ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავენ.

ინფორმაციისთვის, საკრედიტო რეიტინგის დაქვეითებამ შესაძლოა, ობლიგაციების ფასები შეამციროს და კომპანიისთვის დაფინანსების მოზიდვის ხარჯები გაზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები