მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ Nvidia-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ჩიპები

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ჩიპების მწარმოებელი კომპანია Nvidia-ს წინააღმდეგ სამოქალაქო გამოძიება დაიწყო.

The Wall Street Journal-ის ცნობით, მარეგულირებელი არკვევს, ჯენსენ ჰუანგის პირად ურთიერთობებსა და იმას, ხომ არ შეიყვანა კომპანიამ ინვესტორები შეცდომაში აზიაში ჩიპების გაყიდვების საკითხზე.

როგორც ცნობილია, კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ჩინეთის დაზვერვასთან კავშირში ეჭვმიტანილ პირთან და Nvidia-ს თანამშრომელთან მისი ქორწინების გარეშე ურთიერთობების შესახებ გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Nvidia-მ უარყო ინფორმაცია, რომ ჯენსენ ჰუანგს სინგაპურში დაფუძნებული კომპანია Megaspeed-ის ყოფილ მენეჯერთან ელის ჰუანგთან არაორდინარული ურთიერთობა ჰქონდა. მაღალი თანამდებობის პირთან, რომელსაც აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების ჯაშუშად მიიჩნევენ.

SEC-ის ყურადღებას იწვევს ის ფაქტი, რომ გასულ წელს Nvidia-მ საერთაშორისო გაყიდვების გასაჯაროების წესი შეცვალა და ანგარიშგებიდან სინგაპურში ჩიპების რეალიზაციის შესახებ მონაცემები ამოიღო. სწორედ სინგაპურში დაფუძნებული Megaspeed-ი იყენებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მოსაწყობად Nvidia-ს ჩიპებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები