მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ აღარ აფინანსებენ ბანკები დეველოპერებს? - ბურდილაძის განმარტება

ირაკლი ბურდილაძე

თეთრი კვადრატის და BK Holding-ის მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის განმარტებით, საბანკო სექტორის მხრიდან დეველოპერული პროექტების დაფინანსების შეჩერების მიზეზი კონცენტრაციის გაზრდილი ლიმიტებია. ბურდილაძე ამტკიცებს, რომ საფინანსო სექტორი ბაზარზე რისკებს ვერ ხედავს.

„მოგეხსენებათ ყოფილი ბანკირი გახლავართ, 7 წელი გავატარე საქართველოს ბანკის მენეჯმენტის გუნდში და ძალიან კარგად ვიცნობ როგორ მუშაობენ ბანკები შიგნიდან. ბანკებს უძრავი ქონების სექტორის დაფინანსება არ გაუჩერებიათ იმის გამო, რომ ნეგატიური მოლოდინებია, ბანკებს აქვთ დაწესებული კონცენტრაციის ლიმიტები სექტორებზე და შარშან წლის ბოლოს მიაღწიეს სწორედ ამ ლიმიტებს რაც პირიქით, კარგი მოვლენაა. იმდენად აქტიურად აკრედიტებდნენ ამ სექტორს და იმდენად დიდი იყო მოთხოვნა ბანკების მხრიდან, რომ სხვა სექტორებთან შედარებით უფრო ადრე მიაღწიეს ამას, შესაბამისად ვეღარ გასცემდნენ სესხებს. რას ნიშნავს კონცენტრაციის ლიმიტები ესეც რომ განვმარტოთ, ეს არის ბანკების რისკების დივერსიფიკაციის პოლიტიკა. ერთ კალათაში არ უნდა ჩააწყო ყველა კვერცხი, არ შეიძლება მთელი შენი პორტფელი უძრავ ქონებაზე გასცე, სხვადასხვა სექტორებზე უნდა იყოს გადანაწილებული რისკების დივერსიფიკაციისთვის. დაკრედიტებაც ხომ სტატიკური პროცესი არ არის, დინამიკურად ხდება კრედიტის გაცემა და ამავდროულად დაფარვა.

არანაირ რისკებს არ ხედავენ. ჩვენი კომპანია როგორც სისტემურ და არასისტემურ ბანკებთან მუშაობს დაფინანსების კუთხით“, - აცხადებს ბურდილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები