საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გაეროში მან ახსენა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები და ოკუპაცია. თუმცა პრემიერმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას - რატომ არ ახსენა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
- გაეროში რუსული ოკუპაცია არ გიხსენებიათ...
პრემიერი: როგორ გეკადრებათ, იქ საუბარი იყო აფხაზეთის და ოსეთის რეგიონებზე, ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, ყურადღებით თუ მოუსმენდით... ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას ჩვენი ტერიტორიები. სხვათა შორის, ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს დღემდე.
- რუსეთი არ გიხსენებიათ...
პრემიერი: ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე? რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს.
- გაეროში რატომ არ ახსენეთ ეს?
პრემიერი: ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია. საუბარი იყო აფხაზეთზე, საუბარი იყო ოკუპაციაზე, ცხინვალის რეგიონზე, ყველა თემაზე.