მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ არის საჯარო "რუსული კანონის" რეესტრში რეგისტრირებულთა შესახებ ინფორმაცია? - პრემიერის პასუხი

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "რუსული კანონის" რეესტრში ჯერ ინფორმაცია შეტანილი არ არის და შესაბამისად, საიტი არ იხსნება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას - როგორ უზრუნველყოფს ეს რეესტრი გამჭვირვალობას, როცა რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

"რუსული კანონი" არის ცრუპენტელობა, ეს კანონი არის ქართული, ეს კანონი ითვალისწინებს ერთ რამეს, გამჭვირვალობას, წელიწადში ერთხელ უნდა იყოს წარდგენილი დეკლარაცია. 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ შეიტანა განაცხადი და ეს არის დასტური იმისა, რომ განცხადებები "რუსულ კანონთან" დაკავშირებით იყო ცრუპენტელობა და ეს სირცხვილია. სხვათა შორiს ორგანიზაცია "სირცხვილიამაც" დაადასტურა, რომ თავადაც სირცხვილია და დაადასტურა, რომ არავითარი "რუსული კანონი" ეს არ არის. არც სტიგმატიზაციაც არ იწვევს ორგანიზაციების", - თქვა კობახიძემ.

ორგანიზაცია "სირცხვილიამ" განაცხადა, რომ საქმიანობის გასაგრძელებლად რეესტრში დარეგისტრირება მოუწევდა, თუმცა რამდენიმე საათში გადაწყვეტილება შეცვალა და "რუსული კანონის" რეესტრში არ დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები