მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ ხდება გრაფინია მარია ფესენკოს დანგრევის პირას მყოფი აგარაკის რესტავრაცია ან პრივატიზაცია?

ფესენკო

დაბა მახინჯაურში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, გრაფინია მარია ფესენკოს სასახლე, რომელიც დანგრევის პირასაა ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა.

bm.ge-მ უწყებას ჰკითხა, რატომ არ ხდება სასახლის პრივატიზება, ან რესტავრაცია, რომელიც რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის აღმზრდელის, გრაფინია მარია ფესენკოსთვის, მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა.

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, უძრავ ქონების ცალკეულ ფრაგმენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა. ვისთან დავობს სახელმწიფო, უწყება არ აკონკრეტებს.

"ხელვაჩაურის რაიონში, დაბა მახინჯაურში ,,გრაფინია მარია ფესენკოს აგარაკი“ რომელიც არის ერთი მთლიანი ტერიტორია და კომპლექსი, წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. დღეის მდგომარეობით, უძრავ ქონების ცალკეულ ფრაგმენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა. ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება მიმდინარე სასამართლო დავის დასრულების შემდგომ", - წერია უწყების პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები