მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ხდება ყურძნის სუბსიდირების ხარისხზე მიბმა? - ლევან მეხუზლას პასუხი

ყურძენი

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ იყო მსჯელობა ყურძნის სუბსიდირების ხარისხზე მიბმასთან დაკავშირებით, თუმცა ჩაითვალა, რომ ხარისხის განსაზღვრა კერძო სექტორის პრეროგატივად უნდა დარჩეს და ამაში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. ამის შესახებ ლევან მეხუზლამ დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"სუბსიდიის ხარისხზე მიბმაზე მსჯელობა იყო, მაგრამ ჩაითვალა, რომ ყურძნის ხარისხის კონტროლი კერძო სექტორის პრეროგატივაა. ამ საკითხში სახელმწიფოს კიდევ უფრო ჩარევა და ყურძნის ჩაბარების დროს სახელმწიფოს დამატებითი კონტროლი საკმაოდ ბევრ სირთულეს შექმნიდა და დამატებით რესურსს და ინვესტიციებს მოითხოვს.

რაც შეეხება ჰექტარზე მოსავლიანობას, ეს რეგლამენტირებულია გეოგრაფიული აღნიშვნების და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებში, რაც სწორედ იმიტომ კეთდება, რომ ეს მეტ ხარისხს განაპირობებს, თუმცა ამ ლიმიტის შემოღება ყველა სახვა ღვინოზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია", - განაცხადა მეხუზლამ.

დეპუტატის კითხვაზე, როგორია სუფრის ყურძნის მოსავლის ზრდის ტენდენცია, ლევან მეხუზლა ამბობს, რომ სუფრის ყურძენი ღვინის სააგენტოს კომპეტენცია არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები