მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ვსაუბრობთ ოპოზიციაში - როგორ დავასრულოთ ერთპიროვნული ხელისუფლების საფრთხე - დეპუტატი მიმართვა ოპოზიციას

გირჩი

„გირჩის“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ შეცდომები უნდა გამოიყენოს და მოლაპარაკებების ტრიბუნა გახსნას.

„რა მოვისმინეთ გუშინ? გუშინ იყო ვერსია საფრთხეებზე, რომლისგან დამცველადაც ვითომ თვითონ უნდა მოგვევლინოს „ქართული ოცნება“. ეს საფრთხეებია: თურმე გეები შტურმზე გადმოვიდნენ, თურმე მასონები გვებრძვიან, გლობალური ომის პარტია ბრძოლაში მიგვათრევს და თან რევოლუციას გვიწყობენ. ითქვა, რომ მიშა მოჰყავთ. სინამდვილეში მგონია, რომ მიშა თქვენ მოგყავთ[ხელისუფლებას]. საბოლოო ჯამში, მიშას მოსვლის ერთადერთი გზა არის ის, თუ ასე დააყენებთ საკითხს: პუტინი თუ მიშა, რუსეთი თუ მიშა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ქართველი ხალხი დაფიქრდება, რომ ამას მიშა ჯობია. თქვენ ამას აკეთებთ შეგნებულად. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ. აშანტაჟებთ ამომრჩეველს. გუშინდელი სიტყვით გამოსვლები იყო ერთი დიდი შეშინება საქართველოს მოსახლეობის და ამომრჩევლის“, - მიმართა ხელისუფლებას იაგო ხვიჩიამ.

გარდა ამისა, დეპუტატმა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და თქვა, რომ მათ არ ესმით ის რისკები, რომელიც გუშინდელი დღის შემდეგ საქართველოს ემუქრება.

„თუ რისკები გესმით, როგორ შეიძლება თქვენ აგრძელებდეთ ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა? როგორ შეიძლება ოპოზიცია ახლა ხსნიდეს პოლიტიკურ დისკუსიას თავის შიგნით? ხომ ძალიან გასაგებია სინამდვილეში, რას გიპირისპირებს ხელისუფლება? ლგბტ-პროპაგანდას, მასონებს, გლობალური ომის პარტიას და მიშას. რატომ არ ვსაუბრობთ ოპოზიციაში იმაზე, თუ როგორ უნდა დავასრულოთ ერთპიროვნული ხელისუფლების საფრთხე. მოდით, ჩვენ გავანეიტრალოთ მიშას საფრთხე, ვანახოთ ხალხს, რომ ჩვენ არ ვემზადებით მიშას ერთპიროვნული მმართველობისთვის. ჯერ თქვენ უნდა გათავისუფლდეთ მიშას მმართველობისგან, რადგან „ქართული ოცნება“ ამას ვერ იზამს, ისინი ხელისუფლებაში არიან. მოდით, მართლა გათავისუფლდით მიშას ბატონობისგან და გახსენით პოლიტიკური დისკუსია. მე ვითხოვ, კატეგორიულად ტელეკომპანია „მთავარის“ და „ფორმულას“ გახსნას დისკუსიისთვის. თუ ეს არ მოხდება, თქვენ იქნებით ნამდვილი პუტინისტები. ხელისუფლების ეს შეცდომა უნდა იყოს გამოყენებული ერთხელ და სამუდამოდ, ერთპიროვნული მმართველობის დასამთავრებლად“, - თქვა იაგო ხვიჩიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები