მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არ წყვეტს საქართველო რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვას? - "სადაც იაფია, იქ ვყიდულობთ"

623afdc8b6caf
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.22 15:14
1098
თბილისის მერის და საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო წლების განმავლობაში ელექტროენერგიას იმ ქვეყნებიდან ყიდულობდა, რომელიც მას უფრო იაფად სთავაზობდა პროდუქტს და ახლაც ასეა. ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ ყიდულობს საქართველო სანქციების პირობებში რუსეთიდან ელექტროენერგიას.

„ელექტროენერგიის შემოტანის რამდენიმე შესაძლებლობა გვაქვს - თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. ჩემი მინისტრობის დროსაც ელექტროენერგიის შემოტანა ხდებოდა იმ ქვეყნებიდან, რომელიც ქვეყანას საუკეთესო ფასს სთავაზობდა. ახლაც იმ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება, რაც მისაღებია, რადგან საბოლოო ჯამში ამ ელექტროენერგიის გადასახადს ჩვენი მოსახლეობა იხდის. რომელი ქვეყანაც იაფ ელექტროენერგიას შემოგვთავაზებს იქიდან მიიღებს ელექტროენერგიას საქართველო“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები