მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არა აქვს აქციას, ჯერჯერობით, ბევრი ადამიანის მხარდაჭერა - აკაკი ცომაიას მოსაზრება

აკაკი ცომაია

ფინანსისტი, აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ხსნის, რატომ არ აქვს მისი აზრით დედაქალაქში მიმდინარე აქციებს მასშტაბურობა და საყოველთაო მხარდაჭერა.

ცომაია ამბობს, რომ ოზიციურად განყობილმა ელექტორატმა, მხარი კოალიციურ იდეას დაუჭირა, რაც აქციებზე არ ჩანს.

"რასაც ვწერ, ბევრს არ მოგეწონებათ. საზოგადოებას ამუნათებთ მიტინგზე რატომ არ მოხვედითო, ჩვენს ხარჯზე აპირებთ ცხოვრებასო და რა ვიცი კიდევ რას არ წერთ. სინამდვილეში, პასუხი არაა მარტივი შეკითხვაზე თუ რატომ არა აქვს ამ აქციას ჯერჯერობით ბევრი ადამიანის მხაედაჭერა. მიზეზი შეიძლება ბევეი იყოს. აგერ ერთ-ერთი და ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანიც:

  • არჩევნებში საზოგადოებამ შემთხვევით კოალიციურ მმართველობას ხომ არ დაუჭირა მხარი?
  • ცალკე აღებულ რომელიმე ბარიერგადალახულ პარტიას აქვს რაიმე წონა, რეიტინგი და გავლენა საზოგადოებაზე კოალიციის გარეშე?
  • ეს აქციები კოალიციურია? პარტიული აქციის შთაბეჭდილებას ხომ არ ტოვებს იმის მიუხედავად, რომ დანარჩენი პარტიის წევრებსაც ვხედავ ამ აქციაზე და თუ კი, ხომ ვერ გაიხსენებთ ბოლოს რომელმა პარტიამ შეძლო აქციებზე ხალხის გამოყვანა?
  • სად ჩანს კოალიციური მოქმედება, რისი ვალდებულებაც აიღეს ბარიერგადალახულმა პარტიებმა?", - წერს ფინანსისტი სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები