აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
აქცია კვლავ თსუ-ის პირველი კორპუსის წინ გრძელდება.
ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ამაღამ პროტესტი კვლავ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
“გამოვთქვათ რეაქცია პოლიციის უღირსობაზე! თბილისელების რეაქციამ მოიტანა კონკრეტული შედეგები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვართ აქ - თსუსთან, ვაგრძელებთ ბრძოლას, დღეს ღამეც დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენი საჭიროა გამარჯვებამდე”, - მიმართა ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.
დღეს, პროტესტის მესამე დღეა.