მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელური აქციების განრიგი

აქცია

ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს, 24 ნოემბერს, საღამოს 9 საათზე აანონსებს მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას. რის შემდეგაც, ლიდერების განცხადებით იქნება ავტომობილებით მსვლელობა და გაათენებენ ღამეს.

„21:00 საათზე შეკრების შემდეგ ჩვენ ფეხით, მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უკვე ხვალ, 25 ნოემბერს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა დაგეგმილი.

პარალელურად, ხვალ, 9:00 საათზე პარტია საქართველოსთვის პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს.

“25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას!", - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა. ამავე დღეს, 09:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გაიმართება აქცია “დაიბრუნე ხმა".

შსს პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები