მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის NETFLIX-ი #ტექლიდერი? - ორ წუთში მოყოლილი ამბავი

რიდ ჰასტინგსი

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 1997 წელს ამერიკელ ანტრეპრენიორ რიდ ჰასტინგს 40-დოლარიანი ჯარიმა დააკისრეს იმის გამო, რომ ნაქირავები ვიდეოკასეტა თავის დროზე არ დააბრუნა. ჰასტინგსი გაბრაზდა, მაგრამ ბრაზთან ერთად, დიდი შესაძლებლობაც დაინახა. ამერიკელი ანტრეპრენიორი მიხვდა, რომ ვიდეოკასეტებისა და DVD-დისკების გაქირავების იმდროინდელი სერვისი არაეფექტიანი და ძვირი იყო და გადაწყვიტა, ამ სფეროში სიახლე შეეტანა.

ასე გაჩნდა ვიდეოკასეტებისა და DVD-დისკების გაქირავების ახალი სერვისი, რომელიც მომხმარებლებს ამ პროდუქტების ფოსტით მიღებისა და დაბრუნების საშუალებას აძლევდა, თანაც ჯარიმების გარეშე. ამ საქმეში, რიდ ჰასტინგსმა მეგობარი და ყოფილი კოლეგა, მარკ რენდოლფი დაიხმარა და 1997 წლის 29 აგვისტოს, მსოფლიოს NETFLIX-ი მოევლინა, რომელიც მალევე იქცა კაცობრიობის ერთ-ერთ უსაყვარლეს კომპანიად. წარმატების მიზეზი მარტივი იყო - NETFLIX-ის მომხმარებლები ფულს იხდიდნენ არა კონკრეტული ფილმების დისკების დასაქირავებლად, არამედ თვიურად, ანუ შეეძლოთ, თვის განმავლობაში იმდენი ფილმი ან სერიალი გამოეწერათ, რამდენიც სურდათ.

ამ მოდელმა გაამართლა და ოპერირების დაწყებიდან პირველი წლის თავზე, კომპანიას სამასი ათასი თანამშრომელი ჰყავდა, ხოლო 1999 წელს, ანუ დაფუძნებიდან ორ წელიწადში, კომპანია საერთოდაც საფონდო ბირჟაზე დაილისტა. ამგვარი წარმატების ფონზე, NETFLIX-ს, ცხადია, კონკურენტებიც გამოუჩნდნენ, რომელთაგან ყველაზე დიდი - ამერიკული Blockbuster-ი იყო. თუმცა მიუხედავად ამისა, NETFLIX-ს ლიდერობა არასდროს დაუკარგავს.

თუმცა NETFLIX-ის ლიდერობის ყველაზე ნათელი გამოვლინება, მაინც 2007 წელს უკავშირდება, როცა კომპანიის მესვეურებმა გადაწყვიტეს სტრიმინგ-პლატფორმა შეექმნათ, რომლითაც მომხმარებლები შეძლებდნენ საყვარელი ფილმებისა და სერიალებისთვის ინტერნეტის მეშვეობით ეცქირათ. თუ დღეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, 2007 წელს - ნამდვილი ტექნოლოგიური რევოლუცია იყო.

რიდ ჰასტინგსისა და მარკ რენდოლფის ეს გადაწყვეტილებაც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა იმაზე, რომელიც ამ ჯენტლმენებმა 1997 წელს მიიღეს, რაც დასტურდება არამხოლოდ NETFLIX-ის გამომწერთა რაოდენობით, რომელიც 220 მილიონს აჭარბებს, არამედ იმითაც, რომ, რეალურად, სტრიმინგ-ინდუსტრია სწორედ ამ კომპანიამ შექმნა.

თავად ის ფაქტი რად ღირს, რომ ფილმებისა და სერიალების ყურება ნებისმიერ დროს და ადგილას, თანაც ნებისმიერი მოწყობილობით შეგვიძლია? კი, მართალი ხართ, ამისთვისაც სწორედ NETFLIX-ს უნდა ვუმადლობდეთ.

#ტექლიდერი BMGTV-ის სატელევიზიო პროდუქტის, TECH INFORM-ის მუდმივი რუბრიკაა. 

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები