მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის პრიორიტეტული "ლუკასისთვის" ღვინის ექსპორტზე გატანა? - ქეთი გერსამია

5e4d19346d59a
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.20 17:30
1797
„ჩვენთვის, სამწუხაროდ, უფრო საინტერესოა, რომ ჩვენი პროდუქტი გავიდეს ექსპორტზე“, - ამის შესახებ BM.GE-ის მეღვინეობა „ლუკასის" დამფუძნებელმა ქეთი გერსამიამ განუცხადა.

როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, ადგილობრივ ბაზარზე არსებული სირთულეები მათ ექსპორტზე აქცენტირებისკენ უბიძგებს.

"სამწუხაროდ, უფრო საინტერესოა, რომ ჩვენი პროდუქტი გავიდეს ექსპორტზე, რადგან ღვინის გაყიდვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სირთულეებია; პირებთან, რომლებიც წარადგენენ ჩვენს ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე ურთიერთობა ცოტა რთულია და არ არის გარკვეული ვის მოვალეობაში რა შედის“, - განმარტავს „ლუკასის“ დირექტორი.

მისი თქმით, მიუხედავად მცირე წარმოებისა, ექსპორტს მათ გაყიდვებში 50% უჭირავს და წლიდან წლამდე, ექსპორტირებული ღვინის მოცულობა იზრდება.

„ჩვენი პირველი საექსპორტო ქვეყანა იაპონია იყო 2015 წელს; ასევე, ღვინო გაგვაქვს აშშ-ში, ინგლისში, ჰონგ-კონგში, ყაზახეთში, ბულგარეთში და ახლა ვგეგმავთ რუსეთს, იმიტომ რომ ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესო კომპანისთან გვიწევს თანამშრომლობა, რომელიც ჩვენი პროდუქციით არის დაინტერესებული. ჩვენი წლიური წარმოება, დაახლოებით, 20 000 ბოთლია, რაც შეეხება ექსპორტს, წლიდან წლამდე ჩვენი ექსპორტი იზრდება და ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ქეთევან გერსამიამ.

„ლუკასის" დამფუძნებელმა ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის პოზიციონირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროდუქტი ყველგან არ არის წარმოდგენილი.

„საქართველოში გვქონდა სურვილი და ალბათ ვიყავით კიდეც წარმოდგენილები ყველა ღვინის მაღაზიაში, მაგრამ რადგან ახლა ჩვენი მოცულობა შეზღუდულია და ასე თუ ისე ცნობადი ბრენდი ვართ, თავს უფლებას ვაძლევთ, რომ  ამოვარჩიოთ ადგილები, სადაც ჩვენი ღვინო სწორად იქნება წარდგენილი“, - განაცხადა ღვინის მწარმოებელმა.

ცნობისთვის, მეღვინეობა „ლუკასი“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და როგორც ქეთევან გერსამია ამბობს, მათთვის მთვარია ღვინის ხარისხი, ვიდრე - მოცულობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები