მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის ქობულეთი რეგიონის ახალი საინვესტიციო ეპიცენტრი?

ინვესტირება
BM. GE
07.09.23 14:05
85

უძრავი ქონება - უკვე ათწლეულებია, რაც ყველაზე სანდო, სტაბილურ, დინამიკურად მზარდ შემოსავლის წყაროდ ითვლება. სწორედ ამიტომ, ყველა გონიერი ინვესტორის მთავარ პრიორიტეტსა და მიზანს, პერსპექტიული, პრე-საინვესტიციო ბუმთაუნ ქალაქებისა და თანამედროვე, განსაკუთრებული კონცეფციის მქონე კომპლექსების მოძიება, შემდგომ კი მათში ღირებული ინვესტიციის განხორციელება წარმოადგენს.

საქართველო, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, დაბალი საშემოსავლო გადასახადით, მაღალი უკუგების მაჩვენებლით, ბიზნესის წარმოების სიმარტივითა და ლიბერალური სავიზო რეჟიმით 98-ზე მეტ ქვეყანასთან, ყოველწლიურად ტურისტებისა და პოტენციური ინვესტორების მზარდ რაოდენობას იზიდავს. 

ამ ეტაპზე, საქართველოს ყველაზე მოთხოვნად, ცენტრალურ საინვესტიციო დანიშნულების ადგილს,ბათუმი წარმოადგენს, რომლის უძრავი ქონების ბაზრის ზომა, გასული წლის I კვარტალთან შედარებით 55%-ით არის გაზრდილი და 186 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. 

2005 წელს, ბათუმის პირველი სანაპირო ზოლი ფაქტობრივად აუთვისებელი იყო, ქალაქის ცენტრალურ უბნებში კი, კვ.მ. - ის საშუალო ღირებულება 350-400$-დან იწყებოდა. დღეს, ზღვისპირა ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად ტერიტორიას - სწორედ პირველი სანაპირო ზოლი წარმოადგენს, სადაც მაღალი კლასის აპარტამენტის 1 კვ. მ. - ის საშუალო ღირებულება 2500-3000$-ს უტოლდება.

ქალაქის ურბანულ ტერიტორიაზე, ახალი მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობამ და გლობალური ბრენდების ინტერესმა ქალაქისადმი, ბათუმი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ, პერსპექტიულ, საინვესტიციოდ გონივრულ ადგილად აქცია და უზრუნველყო როგორც მისი დატვირთულობა, ასევე სტაბილური შემოსავალი.

რადგან უძრავი ქონების ღირებულება, თუ მისი ზრდა, ცენტრალური, პრემიუმ ადგილმდებარეობითა და კონცეფციით განისაზღვრება, ხოლო ბათუმის მთავარი, პირველი სანაპირო ზოლი, უკვე ფაქტობრივად სრულად არის ათვისებული, ინვესტორთა ინტერესი ბუმთაუნის მიმდებარე ტერიტორიებზე, გონიოზე, შეკვეთილზე, ქობულეთზე, ურეკსა და ბუკნარის პრემიუმ ლოკაციებზე  ინაცვლებს. 

მსოფლიოში ორი ალტერნატიული, ერთმანეთისგან განსხვავებული ბაზრების ფორმირება, მრავალწლიანი პრაქტიკაა. გარკვეულწილად კონკურენტული ბაზრები, ორ სხვადასხვა დანიშნულების ადგილს წარმოადგენენ, რომლებიც პოტენციურ ინვესტორებს კონცეფციურად მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებისა და პორტფოლიოს დივერსიფიცირების საშუალებას აძლევენ. მსგავსი ტიპის ქალაქების მაგალითად - ბანგკოკი და ჩიანგ მაი შეგვიძლია მივიჩნიოთ.

Wellestate-ის საინვესტიციო პერსპექტივები ქობულეთში: კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, რომელიც ზღვიდან სულ რაღაც 3-5 მეტრის დაშორებით მდებარეობს, რეგიონის ახალ, პერსპექტიულ hotspot-ს წარმოადგენს. კურორტს 98 სამკურნალო მახასიათებელი გააჩნია და XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამაჯანსაღებელ ადგილად მიიჩნევა. ისტორიული ველნეს ტურიზმით, წვრილფრაქციული სანაპიროთი, იონიზებული ჰავით, უალტერნატივო მიკროკლიმატითა და მახასიათებლებით, ქობულეთი საქართველოს უნიკალურ რეზორტად ითვლება.

მაღალი სეგმენტის, მსყიდველუნარიანი მომხმარებელი - ველნეს დამსვენებლები, თუ ინვესტორები, ყველაზე მაღალშემოსავლიან ტურისტულ სეგმენტს მიეკუთვნებიან. ველნეს დამსვენებლები სხვა ტურისტულ ჯგუფებთან შედარებით, მოგზაურობისას უპირატესობას მაღალი კლასის ინფრასტრუქტურას, სერვისებს, მომსახურებას და ველნეს ელემენტებით გაჯერებულ კომპლექსებს ანიჭებენ, სადაც სხვა ტიპის დამსვენებელზე 130%-ით მეტს ხარჯავენ. აქედან გამომდინარე, ველნეს კომპლექსების დატვირთულობა ქობულეთში მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი, რაც მის ფინანსურ მომგებიანობასაც განაპირობებს. 

სტრატეგიული, პერსპექტიული ლოკაცია - პერსპექტიული ლოკაცია უძრავი ქონების ღირებულების სისტემატურ ზრდას იწვევს. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის პირველი სანაპირო ზოლი უკვე სრულად არის ათვისებული და ინტერესი მიმდებარე ზღვისპირა ტერიტორიების მიმართ, სულ უფრო იმატებს, ქობულეთი საუკეთესო ქალაქად შეგვიძლია მივიჩნიოთ, გლობალური პროექტების ფორმირებისთვის. სამკურნალო ჰავა და გამაჯანსაღებელი ფაქტორები კი, აქ განხორციელებული ინვესტიციის პერსპექტიულობას განაპირობებენ. 

მზარდი ინტერესი და Wellestate-ის უნიკალური კონცეფცია - ინტერესი და მოთხოვნა ველნეს უძრავი ქონებისადმი, ყოველწლიურად იმატებს. პანდემიის შემდგომ, ადამიანებს ჯანსაღი და ჰოლისტური ცხოვრების წესის ფორმირების სურვილი გაუჩნდათ, სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულ სივრცეში. სწორედ ამ პერიოდში, ინტერესი ველნეს უძრავი ქონებისადმი და ზოგადად ველნეს ტურიზმისადმი, უპრეცედენტოდ გაიზარდა. ამ ეტაპზე ბაზრის ღირებულება 1 ტრილიონ დოლარამდეა და 10 წლის ვადაში ის სამჯერ გაიზრდება. შესაბამისად, Wellestate-ის ღირებულება ქობულეთში სამომავლოდ კიდევ უფრო მაღალი იქნება.

მაღალი სტანდარტის, ველნეს ინფრასტრუქტურა - მაღალი კლასის ინფრასტრუქტურა, ველნეს მულტიფუნქციური კომპლექსების უპირობო ნაწილია. მასშტაბური მულტიფუნქციური კომპლექსების დაანონსების შემდგომ, ქობულეთი სწორედ მაღალი კლასის, ველნეს პროექტების ჰაბად ყალიბდება, სადაც მაღალშემოსავლიანი, მსყიდველუნარიანი მოგზაურები, თუ ინვესტორები, ღირებულ ინვესტიციას განახორციელებენ.

ისტორიული ველნეს ტურიზმი - ქობულეთი ისტორიული ველნეს კურორტია, რომელიც პრე-საინვესტიციო ბუმამდე, ინვესტორებს პორტფოლიოს გამრავალფეროვნების საშუალებას მისცემს. ქალაქი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან წარმოადგენდა რეგიონის ერთ-ერთ უმთავრეს გამაჯანსაღებელ კურორტს, რომელსაც ევროპის წამყვანი ქვეყნის მოქალაქეები, გასაჯანსაღებლად და სხვადასხვა თერაპიის ჩასატარებლად სტუმრობდნენ. მინერალური წყლებით, სამკურნალო ტალახებით, კლიმატის დივერსიფიკაციით გამორჩეული ქობულეთი, დამსვენებლებსა და რეზიდენტებს ჯანსაღი ცხოვრების სტილის ფორმირებასთან ერთად, გონივრული ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობასაც მისცემს.

დასკვნა

2023 წლის მონაცემებით,  დაყრდნობით, უძრავი ქონება ქობულეთში ყოველწლიურად საშუალოდ 25%-ით იზრდება. პარალელურად, შენდება ახალი რეკრეაციული, თუ ინფრასტრუქტურული დაწესებულებები, სპორტის, თერაპიული, ტურისტული სივრცეები.

უძრავი ქონების კონკურენტუნარიანი ღირებულება, ინვესტირების საწყისი ეტაპის პრივილეგიები, Wellestate-ის პერსპექტივები და ღირებულების ზრდის წინასწარი, მაღალი პროგნოზირება, ქობულეთს საუკეთესო საინვესტიციო Hotspot-ად აპოზიციონირებს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები