მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, ქობულეთში 495 ბინა გაიყიდა - როგორი იყო საშუალო ფასი?

ქობულეთი

2024 წლის მე-3 კვარტალში ქობულეთში 175 ბინა გაიყიდა, რომელთა საშუალო ფასი 1 233 დოლარი იყო.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ჯამში, 2024 წლის 9 თვეში ქობულეთში 495 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 33.5%-იანი წლიური კლებაა. წელს ქალაქში სულ 27 მლნ დოლარის საცხოვრებელი გაიყიდა.

რაც შეეხება ბათუმს, 2022-2023 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ტემპი შენელდა.

Galt & Taggart-ის შეფასებით, შენელება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობით, მათ შორის მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, ფასების ზრდით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობით. 2024 წლის 9 თვეში ჯამში 675 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-იანი კლებაა.

რაც შეეხება იჯარას, ბათუმში 2024 წლის სექტემბერში იჯარის ფასი ამავე წლის ივნისთან შედარებით შემცირდა, რაც სეზონურობით იყო გამოწვეული. ქირის ამონაგები ამჟამად 9%-ს შეადგენს, რაც შესადარის ქალაქებს მნიშნველოვნად აღემატება.

ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში გაფართოვდა. ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაზრდილია აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები