მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა და ასაშენებელი ფართის მოცულობა შემცირდა - Galt & Taggart

თბილისი

პირველ კვარტალში თბილისში ბინების მშენებლობისთვის გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, იანვარ-მარტში საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის 44 ახალი ნებართვა გაიცა. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 364,591 მ²-ს შეადგენს (-13.5% წ/წ). მაშინ როდესაც 2023 წლის ამავე პერიოდში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 55 იყო, ხოლო ასაშენებელი უძრავი ქონების ფართი 422 ათასი მ².

ამ პერიოდში ნებადართული საცხოვრებელი ფართის 21% საბურთალოზე იყო გაცემული, რასაც დიდი დიღომი (17%) და დიდუბე (16%) მოსდევს.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის აპრილში Galt & Taggart-მა თბილისის 14 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა. მიღებული შედეგების მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული დეველოპერების მიერ გაყიდული ბინების ჯამური რაოდენობა წლიურად მცირედით 2.7%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ გასაყიდად დარჩენილი ბინების შემცირებულ რაოდენობას ასახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები