მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის რეკრეაციული უძრავ ქონებაში ინვესტირება გონივრული? –„ალიანს ჯგუფის“ მოსაზრება

ალიანს ჯგუფი
BM. GE
12.10.23 13:45
52

რეკრეაციული უძრავი ქონება - უძრავი ქონების ტიპს წარმოადგენს, რომელიც  ბუნებასთან ახლოს, ლანდშაფტურ ზონებშია განთავსებული და საინვესტიციო მომხიბვლელობასთან ერთად, საუკეთესოა რეკრეაციული აქტივობებისთვისა, თუ დანიშნულებისთვის.

ბაზარზე არსებულ სურათს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, გაჩნდა აქტიური ცხოვრების სტილის წარმოების, გაშლილ, სივრცულ არეალებში გადასახლების, ან დროის გატარების სურვილი, რამაც რეკრეაციული უძრავი ქონების ინდუსტრიისადმი ინტერესი და მოთხოვნა გაზარდა.

სწორედ ამის შედეგად ბაზრის ერთ-ერთ წამყვან და სტაბილურ მიმართულებად, სამთო-საკურორტო უძრავი ქონება დაპოზიციონირდა, რომელიც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებების გარდა, განსხვავებული სამთო, თუ ექსტრემალური სპორტის სახეობების დანიშნულების ადგილს წარმოადგენს და ინვესტიციის განსახორციელებლად იდეალური, მზა ბაზრით გამოირჩევა.

2023 წლის უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, სამთო და სათხილამურო კურორტთა ბაზრის ღირებულება 15.8 მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც ათი წლის ვადაში, 2033 წლისთვის, 50.4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება, რაც უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. დროის ამ შუალედში, ზრდის ინდექსი, 12.3%-ია.

საერთაშორისო მონაცემების მიხედვით, მსოფლიო ტურისტული მოგზაურობების 16% სწორედ სამთო ტურიზმზე მოდის და ინდუსტრია წლიურად შემოსავლის სახით, გლობალური ეკონომიკური წილის 20%-ს აგენერირებს. ამას გარდა, სამთო კურორტები წლიურად 350-380 მილიონ მაღალი კლასის, ლოიალურ დამსვენებელს მასპინძლობენ, რომელთაც მრავალფეროვანი სპორტული, თუ რეკრეაციული აქტივობებით დაკავება, განტვირთვა, ან ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ინდუსტრიაში ინვესტირება სურთ.

იმის გათვალისწინებით, რომ სამთო-უძრავი ქონების ღირებულება, სხვა ტიპის უძრავ ქონებასთან შედარებით ყველაზე მაღალ ნიშნულზე იმყოფება და მომავალში, მისი ფასის ზრდაა მოსალოდნელი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რეკრეაციული უძრავი ქონების საკუთრება, გონივრულად განხორციელებული ინვესტიციაა.

საქართველოში არსებულ რესურსს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ  ჯამში ქვეყანა 20-ზე მეტ სამთო კურორტულ ზონას მოიცავს და იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის, თითქმის ყველა სახეობას აერთიანებს - დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული თოვლისა და მყინვარების არეალებით.

საქართველოს მთის კლიმატისთვის დამახასიათებელია დაბალი ბარომეტრიული და ატმოსფერული წნევა, ჟანგბადის მაღალი შემცველობა, ჰაერის ტენიანობა, რაც გამაკაჟებელ, გამაჯანსაღებელ თვისობრივობებს ავლენს გულის ქრონიკული დაავადებებისთვის, სასუნთქი ფუნქციისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის, ქრონიკული ბრონქიტისა და ანემიის სამკურნალოდ.

საქართველოს სამთო კურორტებიდან  ხარისხიანი თოვლით, მრავალფეროვანი ლანდშაფტით და უნიკალური კლიმატური პირობებით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია გოდერძი. კურორტი კავკასიის უნიკალურ კლიმატურ ზონაში, მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს და 3 ტიპის ტურისტულ მიმართულებას: ეკოს, გასტრონომიულსა და მთის ტურიზმს, ასევე სრულყოფილად აღჭურვილ სამთო-სათხილამურო ტრასებს, შთამბეჭდავ რეკრეაციულ ზონებს, მსოფლიოში უნიკალურ ბორეალურ, თუ წიწვოვან ტყეებს აერთიანებს.

ზამთარში, გოდერძის ყველაზე გრძელი და 3 ტიპის (მცირე, საშუალო, რთული) სათხილამურო ტრასა და ხარისხიანი თოვლი, საუკეთესო პირობებს ქმნის როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი, თუ თავისუფალი სრიალის მოყვარული მოთხილამურეებისთვის.

გოდერძის უნიკალური განლაგება ზღვის დონიდან 2027 მეტრზე, ბუნებრივი, სამთო პოტენციალი და სეზონური მრავალფეროვნება, მას ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დანიშნულებად აქცევს როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვისა, თუ ინვესტორებისთვის.

კურორტი ყველაზე მაღალშემოსავლიან ტურისტულ სეგმენტს და რეკრეაციული უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ, მსყიდველუნარიან მომხმარებელთა ჯგუფს აერთიანებს, რომლებიც პორტფოლიოს დივერსიფიცირებას და ღირებული ინვესტიციის განხორციელებას სწორედ აქ, ყველაზე პერსპექტიულ - სამთო უძრავ ქონებაში შეძლებენ, რაც ბაზრის სტაბილურობასა და გოდერძის საინვესტიციო მიმზიდველობას უზრუნველყოფს.

გოდერძის საინვესტიციო მიმზიდველობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მომხმარებელთა ნიშური სეგმენტი - კურორტ გოდერძის სამთო უძრავი ქონება, ლუქს ტიპის, მაღალი კლასის საინვესტიციო კაპიტალს წარმოადგენს, რომელიც წლიურად ნიშური სეგმენტის, მსყიდველუნარიან დამსვენებლებსა და ინვესტორებს იზიდავს.

ინვესტიციისთვის სრულყოფილი ბაზარი - სამთო-უძრავი ქონება ექსკლუზიური, პრემიუმ ტიპის საინვესტიციო შესაძლებლობაა, რომელიც მზარდი საერთაშორისო ინტერესით, წარმატებული პრაქტიკით, ინვესტიციის მაღალი უკუგების მაჩვენებლითა და ლუქს სეგმენტის მომხმარებელთა ჯგუფით გამოირჩევა.

ჩამონათვალშია ასევე გახანგრძლივებული სეზონურობა, გამაჯანსაღებელი დანიშნულება,  მაღალი ქირავნობის მაჩვენებელი, საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება და დაბალი მომსახურების გადასახადი. გოდერძი, ხელმისაწვდომი ღირებულებებით, დაბალი მომსახურების გადასახადითა და პრემიუმ კლასის სერვისებით, საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს მაღალშემოსავლიანი ტურისტული სეგმენტისთვის, რომელთაც  კონკურენტუნარიან ფასად, საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილების მიღება სურთ.

უპირობოა, რომ სამთო-უძრავი ქონების ინდუსტრია, ყველაზე პროგრესულ და მაღალშემოსავლიან მიმართულებას წარმოადგენს, ხოლო მისი საერთაშორისო წილი, მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საქართველოს სამთო-უძრავი ქონების მთავარ, პერსპექტიულ მიმართულებად - კურორტი გოდერძი ისახება, რომელიც ღირებულ აქტივში - სამთო უძრავ ქონებაში ინვესტირების საშუალებას გვაძლევს.

მოთხოვნისა და მზარდი საერთაშორისო ინტერესის კვალდაკვალ, გოდერძიზე აქტიურად ხორციელდება ახალი პროექტების - მათ შორის „ალიანს ჯგუფის“ მორიგი ალპური ტიპის, საინვესტიციო კომპლექსის, „ალიანს ჰაილენდსის“ მშენებლობა.

„ალიანს ჰაილენდსი,“ სამთო-საკურორტო უძრავი ქონების კონცეფციის პროექტი, საბაგიროდან 60 მეტრში მდებარეობს და აერთიანებს 3 - A, B, C ბლოკს, ალპური ტიპის ლოფტ რეზიდენციებს, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და სრულად დამოუკიდებელ, ფუნქციონირებად სასტუმროს.

კომპლექსი ინოვაციური ხედვით, ნიშური სეგმენტით, მიმდებარე რეკრეაციული ზონების მრავალფეროვნებითა და ადგილობრივ ლანდშაფტზე მორგებული ინფრასტრუქტურით, ინვესტორებს პორტფოლიოს დივერსიფიცირების საშუალებას და ლუქს სეგმენტის, სამთო-უძრავი ქონების - ალპური ლოფტ რეზიდენციის მესაკუთრეობას სთავაზობს.

„ალიანს ჰაილენდსი,“ რომლის გაყიდვებიც აქტიურად მიმდინარეობს, გოდერძის რეგიონული მნიშვნელობის სამთო კურორტად დააპოზიცირებს მსოფლიო რუკაზე, რაც უზრუნველყოფს მეტი საერთაშორისო ინვესტიციის მოზიდვასა და რეგიონის მუდმივ, 4-სეზონურ დატვირთვას.

კურორტის უსაფრთხო საინვესტიციო გარემო, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მრავალფეროვანი რეკრეაციული ზონები, თუ ტურისტული მიმართულებები, ლოიალური მომხმარებელთა ჯგუფი და მზარდი ინტერესი სამთო უძრავი ქონებისადმი, გოდერძის დატვირთულობას მკაფიოდ ზრდის, ხოლო „ალიანს ჰაილენდსს“ ინოვაციური კონცეფციით, სრულყოფილ საინვესტიციო პროდუქტად აქცევს დაინტერესებული ინვესტორებისთვის.

https://alliance.ge/

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები