Uber-ის აღმასრულებელი დირექტორის, დარა ხოსროვშაშის განცხადებით, Waymo-ს ერთი რობოტაქსი ყოველდღიურად იმაზე მეტ მგზავრს ემსახურება, ვიდრე Uber-ის ტაქსისტი. ამ კუთხით CEO-მ ოსტინისა და ატლანტას შემთხვევები გამოყო, სადაც Waymo-ს საკმაოდ წარმატებით ოპერირებს.
დარა ხოსროვშაშმა Uber-ის ავტომატიზაციის აუცილებლობაზე ცოტა ხნის წინ გამართულ ინვესტორთა შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც კომპანიის მეორე კვარტალის შედეგები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ტაქსის სერვისის ერთ-ერთი ლიდერი ბრენდი რობოტაქსების საკუთარი ხაზის განვითარებას სერიოზულად განიხილავს. სწორედ ამას უკავშირდება სულ ცოტა ხნის წინ, ელექტრომობილების მწარმოებელ Lucid-თან პარტნიორობის დაწყება. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ Uber-ისთვის $300 მილიონის თვითმართვადი ელექტრომობილები უნდა გამოუშვას.
Uber-ი აქტიურად ცდილობს ტაქსის მძღოლებზე დამოკიდებულების შემცირებას და ამერიკის ძირითად ქალაქებში რობოტაქსების სერვისის დანერგვას, თუმცა, ჯერჯერობით ამ მიმართულებით კომპანიას მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს.




























