მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ დაეცა Novo Nordisk-ის აქციები ერთ დღეში 15%-ით?

novo nordisk

დღეს დანიური ფარმაცევტული გიგანტის, Novo Nordisk-ის აქციები 15%-ით დაეცა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.

ასეთი მასშტაბური გაუფასურება კლინიკური კვლევის გასაჯაროებას მოჰყვა, რომელმაც აჩვენა, რომ კომპანიის ახალი თაობის პრეპარატი, CagriSema წონაში კლების ეფექტურობით ჩამორჩება მისი მთავარი კონკურენტის, Eli Lilly-ის წამალს, ტირზეპატიდს.

84-კვირიანი კვლევის ფარგლებში, CagriSema-ს ჯგუფში პაციენტებმა საშუალოდ სხეულის მასის 23% დაიკლეს, მაშინ როდესაც Eli Lilly-ის პრეპარატის გამოყენებისას ეს მაჩვენებელი 25.5%-ს შეადგენდა.

ინვესტორებისთვის ეს შედეგი მოულოდნელი და იმედგაცრუების მომტანი აღმოჩნდა, რადგან CagriSema კომპანიის მთავარ სტრატეგიულ იარაღად მიიჩნეოდა წონაში კლების მზარდ ბაზარზე პოზიციების შესანარჩუნებლად.

მიუხედავად აქციების მკვეთრი ვარდნისა, Novo Nordisk-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ 23%-იანი კლება მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და პრეპარატს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ინვესტორები ამ საკითხზე სხვაგვარად ფიქრობენ.

შედარებისთვის, 2024 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, Novo Nordisk-ის შეფასება 75%-ით არის შემცირებული, ხოლო მისი კონკურენტის, Eli Lilly-ის კაპიტალიზაცია 5 წელიწადში 400%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები