მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ დაეცა უმსხვილესი იაპონური ფარმაცევტული კომპანიის აქციები?

იაპონია
BM. GE
12.08.25 23:53
300

უმსხვილესი იაპონური ფარმაცევტული კომპანიის, Chugai-ს აქციების ფასი 20%-ით დაეცა, რითაც კომპანიამ $16 მილიარდის საბაზრო ღირებულება დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის მკვეთრი ვარდნა Chugai-ს 1977 წლის შემდეგ არ ჰქონია.

რაც შეეხება მიზეზს, იაპონური კომპანიის მიერ, ამერიკული Eli Lilly-სთვის შექმნილი ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო წამლის გამოცდის საბოლოო ეტაპზე დადგინდა, რომ პრეპარატი მაქსიმალური გამოყენების შემთხვევაშიც კი ვერ დებს იმაზე უკეთეს შედეგს, ვიდრე კონკურენტი კომპანია.

კონკრეტულად, თუ ადამიანი ჭარბწონიანობას ებრძვის, Chugai-ს მიერ შექმნილი წამალი მას წონის მხოლოდ 10-12%-ით დაკლებაში დაეხმარება, დანიური Novo Nordisk-ის თერაპია კი 15%-იან შედეგს დებს. ამასთან, პრეპარატი გულისრევასა და ღებინებას იწვევს.

შესაბამისად, დანიურ Novo Nordisk-თან იაპონური Chugai-ს მარცხი გახდა აქციების ფასის ერთდროულად $15.90 დოლარით შემცირების მიზეზი. იაპონური კომპანიის წარუმატებლობამ იმოქმედა Eli Lilly-ზეც, რადგან მისი აქციების ფასი უოლ სტრიტზე 14%-ით დაეცა. სამაგიეროდ, გაიზარდა Novo Nordisk-ის აქციების ფასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები