მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაეცა უორენ ბაფეტის Berkshire-ის შეფასება 5%-ით?

გრეგ აბელი

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის აქციების შეფასება ერთ დღეში 5%-ით დაეცა, რამაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით შეამცირა.

კომპანიის აქციების მკვეთრი ვარდნა მეოთხე კვარტლის ფინანსურ ანგარიშს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, საინვესტიციო ჰოლდინგის საოპერაციო მოგება წინა წელთან შედარებით 30%-ით შემცირდა.

ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი კომპანიის უმსხვილესი, სადაზღვევო სეგმენტი გახდა, სადაც შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც აშშ-ში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ კომპანიამ 4.5 მილიარდი დოლარის ზარალი დააფიქსირა Kraft Heinz-სა და Occidental Petroleum-ში არსებული წილების ღირებულების ჩამოწერის გამო.

აღნიშნულმა აქტივებმა Berkshire-ის კვარტალურ ბალანსზე სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინეს და ინვესტორებში გაურკვევლობა გამოიწვიეს, რადგან უორენ ბაფეტის კომპანიას უარყოფითი დინამიკის დაფიქსირება არ სჩვევია.

მიუხედავად არასახარბიელო შედეგებისა, ახალი დირექტორის, გრეგ აბელის ხელმძღვანელობით კომპანია ისევ ფლობს რეკორდული მოცულობის ნაღდ ფულს, რომლის მოცულობა უკვე 373 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც Berkshire-ს ბირჟაზე წარმოდგენილი კომპანიების უდიდესი ნაწილის სრულად შესყიდვის საშუალებას აძლევს.

5%-იანი კორექციის მიუხედავად, Berkshire-ის კაპიტალიზაცია მაინც აჭარბებს 1 ტრილიონ დოლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები