მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაგვჭირდა ჩინეთთან სტრატეგიულ დონემდე თანამშრომლობის აყვანა და რატომ ახლა? –თინა ხიდაშელის მოსაზრება

ჩინეთი

ჩინეთში საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტის დროს, მხარეებმა გადაწყვიტეს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ.

განცხადების თანახმად, მხარეები იზიარებენ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერია სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ოთხ განზომილებას გულისხმობს, ესენია: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და საერთაშორისო ურთიერთობები.

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა, BMGtv-ის გადაცემაში ‘ანალიტიკა’ განაცხადა, რომ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს არავითარი ხარვეზი არ ჰონდა და საფრთხე არ ემუქრებოდა მათი გამყარების, გაძლიერების მიმართულებით. მისი თქმით, საქმე იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლების ჩინეთთან ეს ურთიერთობა, დასავლეთის გეოპოლიტიკური შანტაჟის ნაწილია.

„ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისთვის ყველა ინსტრუმენტი გვქონდა ჩინეთს სახალხო რესპუბლიკასთან, უმთავრესი ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ ის არ არის ერთადერთი გვაქვს ასევე სხვა უფრო მცირე ხასიათის, მაგრამ პრაქტიკულად ყველა სფეროს მომცველი შეთანხმებები.

ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს არავითარი ხარვეზი არ ჰონდა და საფრთხე არ ემუქრებოდა მათი გამყარების, გაძლიერების მიმართულებით, მაგრამ კითხვაზე, რატომ დაგვჭირდა დღეს თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა ჩინეთთან, ამას ორი ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს:

პირველი,  ეს არის პოლიტიკური ამოცანები, რითაც იწყება კიდევაც ეს სტრატეგიის დოკუმენტი და პოლიტიკის ამოცანებში იგულისხმება რომ მორიგი ნაღმი დადო საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. განა არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა უნდათ, ისინი ხვდებიან, რომ პოლიტიკურად ეს მათთვის მომგებიანია, მაგრამ ეშინიათ რომ უარს გვეტყვიან, ამიტომ სჭირდება გეგმა - ბ.

მეორე ის არის, რომ ზუსტად იციან, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს მოგვცემს ის იქნება მორიგი, უფრო მძიმე და მეტი დემოკრატიული ვალდებულებებით დატვირთული. შესაბამისად საქართველოს მთავრობამ თამაში სინამდვილეში იმაზე დაიწყო, რომ ვიღაცის გონებაში მოიხარშა გეგმა, რომ ევროკავშირი უნდა დააშანტაჟოს, რომ თუ ევროკავშირი უარს გვეტყვის ყოველთვის არსებობს ალტერნატივა ჩინეთის სახით.

ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია დრო, ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილია „აბრეშუმის გზის ფორუმი“, სადაც დაახლოებითი 2000 -მდე სტუმარს ელოდებიან - ეს სტუმრები არ იქნებიან დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ქვეყნებიდან, ძირითადად საუბარია ჩინეთზე. რატომ ოქტომბრის ბოლოს? – იმიტომ რომ სწორედ ევროკავშირთან ურთიერთობების გადაფარვისთვის სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას, რომ ოქტომბერში ჩინეთის მაღალი რანგის დელეგაციების თანდასწრებით დიდი ტაშ-ფანდური მოაწყოს ანაკლიის პორტის მშენებლობის გამოცხადება, ჩინელ პარტნიორებთან ერთად და ეს შემოგვთავაზონ.

ეს იქნება კატასტროფა თუ ეს გეგმა განხორციელდა, რადგან ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გვჭირდება არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებისთვის, არამედ პოლიტიკურ სტრატეგიული მნიშვნელობისთვის და ფუნქციისთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები