მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაგვჭირდა მსხვილი სავალუტო ინტერვენციები - სებ-ის განმარტება და შეფასებები;

სავალუტო ინტერვენცია ლარზე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციის ზეწოლის თავიდან ასაცილებლად განხორციელდა - ასე ახსნა დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სებ-ის 65 მილიონიანი ინტერვენცია. ეროვნულმა ბანკმა გუშინ 2024 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და რეზერვებიდან 65 მლნ დოლარი გაყიდა. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით კი ბოლოდროინდელი სავალუტო ინტერვენციები პირდაპირ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს, რაც მათი თქმით, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი არაა. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ სამომავლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის დამატებითი გამოწვევა შესაძლოა, თავად შემცირებული საერთაშორისო რეზერვები გახდეს. როგორც ხსნის ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გააქტიურებას და როგორ ფასდება სებ-ის პოლიტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები