მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ დაიწყო ამერიკულმა დოლარმა გამყარება?

დოლარი ბირჟა

მართალია, 2025 წელი ამერიკული დოლარისთვის საკმაოდ რთულად დაიწყო და პიკურ ნიშნულთან შედარებით 12%-იანი გაუფასურება ვიხილეთ, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება შეცვლილია და დოლარი გამყარების ტენდენციას აჩვენებს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, DXY ინდექს, რომელიც გლობალურ ვალუტებთან მიმართებით დოლარის სიძლიერეს ასახავს, ამჟამად თითქმის 100-პუნქტიან ნიშნულზეა, როცა წინა თვეს ეს მაჩვენებელი 97 პუნქტს შეადგენდა, ანუ საქმე გვაქვს თითქმის 3%-იან გამყარებასთან.

მართალია, წინა წელთან შედარებით დოლარს მაინც ნეგატიური შედეგი აქვს, თუმცა ბოლოდროინდელი დინამიკა იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის მიმართ ინვესტორების განწყობა გაუმჯობესებულია და სავაჭრო-სატარიფო ომის ესკალაციის რისკები შემცირებულია.

ამასთან, გუშინ ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი ისევ უცვლელად, 4.5%-იან ნიშნულზე დატოვა და თან FED-ის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა მიანიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკა, სავარაუდოდ, მომავალ თვესაც უცვლელი იქნება, ანუ დოლარის განაკვეთი ისევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დარჩება, რაც მის მიმართ ინვესტორების ინტერესს ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები