მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაკარგა META-მ $200 მილიარდის კაპიტალიზაცია?

Meta Mark Zuckerberg

Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ ერთ თვეში 200 მილიარდი დოლარის მოცულობის საბაზრო შეფასება დაკარგა, მისი დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონების მოცულობა კი $156 მილიარდამდე შემცირდა.

Meta-ს აქციების თითქმის 12%-იანი შემცირება უცნაური მიზეზით არის განპირობებული და ის არა ფინანსურ შედეგებს, არამედ სამომავლო ხარჯებს უკავშირდება. როგორც ცუკერბერგი ამბობს, მხოლოდ მიმდინარე წელს Meta-ს საოპერაციო ხარჯები $99 მილიარდამდე გაიზრდება, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე დაიხარჯება.

ცხადია, AI-ის ინტეგრაცია Facebook-ისა და Instagram-ის ალგორითმების გაუმჯობესებას გამოიწვევს, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში, ინვესტორები შიშობენ, რომ ეს ზედმეტი ხარჯია და კომპანია არსებული ბიზნესის ოპტიმიზაციაზე უნდა კონცენტრირდეს.

გარდა ამისა, ცუკერბერგი ამბობს, რომ კომპანია აქტიურად განაგრძობს მეტავერსის პროექტზე მუშაობას, რომელიც კომერციალიზაციასთან ახლოსაც კი არ არის, რაც ინვესტორებისთვის ასევე არასახარბიელო სიახლეს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები