მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ეცემა ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების შეფასება?

კრიპტო ბიტკოინი

კრიპტოაქტივების ბაზარზე დღეს მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება – ბიტკოინის ფასი 6%-ით არის შემცირებული და 87,600 დოლარს შეადგენს, ხოლო ეთერიუმის კორექციის მაჩვენებელი 10%-ია. ის ამჟამად 2,900 დოლარად ივაჭრება.

ბაზრის ასეთ არასტაბილურობას თან ემატება ტრეიდერების იძულებითი ლიკვიდაციების მკვეთრი ზრდა, რომელმაც 770%-ს მიაღწია. ანალიტიკოსების შეფასებით, ასეთი ვარდნა ტრეიდერების მიერ აღებული მაღალი ლევერიჯის მქონე პოზიციების მასობრივი დახურვით არის განპირობებული, რამაც დომინოს პრინციპით ფასების კიდევ უფრო მეტად შემცირება გამოიწვია.

მიზეზს რაც შეეხება, ის გეოპოლიტიკური რისკების და კრიპტობაზრის ჩამორჩენას უკავშირდება. იმ ყველაფრის ფონზე, რომ ოქრო, ვერცხლი, კომპანიების აქციები და ინდექს ფონდები თითქმის ყოველ დღე ახალ-ახალ რეკორდებს აღწევენ, ინვესტორებს აღარ აქვთ სურვილი, კაპიტალი ისეთ აქტივებში გაყინონ, რომელთა ღირებულება ბოლო 6 თვეა დაღმავალია. ასეთი აქტივების კატეგორიაში კი დღეს სწორედ კრიპტოვალუტებს ვხედავთ.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონგრესმა კრიპტოაქტივებთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა, ეს მაინც არ არის საკმარისი იმ ნეგატიური განწყობის გადასაფარად, რომელიც ამჟამად ბაზარზე არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები