მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ეცემა ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების შეფასება?

კრიპტო ვარდნა

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა. ამჟამად, ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 19%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 70,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.4 ტრილიონის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 2,100 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $255 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის და ძვირფასი მეტალების მკვეთრ გაუფასურებასთან. ერთკვირიან პერიოდში Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის შეფასება თითქმის 5%-ით არის შემცირებული, რაც კრიპტოაქტივებზეც ზრდის ზეწოლას. ზოგადად, სარისკო აქტივების მიმართ ინტერესის შემცირება FED-ის ხელმძღვანელობის ახალი კანდიდატის, კევინ უორშის ხედვით და SaaS კომპანიების მიმართ რისკების ზრდით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები