საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები ეცემა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 140 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
გასული კვირის განმავლობაში მკვეთრად დაეცა ბიტკოინის ღირებულება და ის ამჟამად 95,400 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.9 ტრილიონის ფარგლებშია.
რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 2,700 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $323 მილიარდია.
კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რომელსაც გასული კვირის განმავლობაში 2.5%-იანი კორექცია ჰქონდა. როგორც წესი, როცა ეცემა Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება, მაშინ ბიტკოინის ფასიც მცირდება.