მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ეცემა კრიპტოაქტივების შეფასება?

კრიპტო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ვარდნის ტენდენცია გრძელდება. ამჟამად ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 760 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის $500-მილიარდიან დანაკარგს წარმოადგენს.

მკვეთრად დაეცა ბიტკოინის ფასი, რომელიც ერთ კვირაში 6%-იან კორექციას აფიქსირებს და ამჟამად ერთი კოინის ფასი 109,500 დოლარს შეადგენს.

ასევე 14%-ით არის გაუფასურებული ეთერიუმი, რომელიც ამჟამად 3,900 დოლარად ივაჭრება, მისი კაპიტალიზაცია კი $474 მილიარდის ფარგლებშია.

ბირჟაზე დაფიქსირებული მაღალი ვოლატილობის ფონზე, კრიპტოაქტივების ტრეიდერებმა თითქმის $2 მილიარდი დაკარგეს, რაც ფასების მერყეობით არის განპირობებული.

თავად დაღმასვლის მიზეზს რაც შეეხება, ის ამერიკული საფონდო ინდექსების შემცირებას უკავშირდება, რასაც, თავის მხრივ, FED-ის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება განაპირობებს. ჯერომ პაუელის თქმით, ამჟამად ბირჟაზე წარმოდგენილი აქტივების შეფასება მაღალია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პაუელი, სავარაუდოდ, სპეკულაციის და ბაზრის გადახურების ნიშნებს ხედავს.

კრიპტობირჟის ვარდნის კიდევ ერთი მიზეზი ფიუჩერსული კონტრაქტების ვადის გასვლას და ზოგიერთი მათგანის გაფუჭებას უკავშირდება, რადგან ტრეიდერებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ფასების საშუალო დონე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდებოდა, თუმცა რეალურად მივიღეთ კორექცია, რომელიც ბაზრის საერთო განწყობაში აქამდე არ იყო ასახული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები