მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადადგა ამილახვარი არჩევნებამდე 1 თვით ადრე? - პრემიერის განმარტება

ამილახვარი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი განათლების ყოფილი მინისტრის, გიორგი ამილახვრის გადადგომასთან კავშირში არ არის - ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი ქარიშხალია პატარა ჭიქაში, [ამილახვრის გადაწყვეტილებასთან] არაფერ შუაშია", - აცხადებს კობახიძე.

პრემიერის განმარტებით, გიორგი ამილახვარმა გადაწყვიტა, არ დალოდებოდა არჩევნების შემდგომ მინისტრთა ახალი კაბინეტის დაკომპლექტებას და მისი შემცვლელისთვის განათლების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცა.

"მას (ამილახვარს) სურდა კერძო სექტორში დაბრუნება. მე მასთან ძალიან ახლო პიროვნული ურთიერთობა მაქვს და მესაუბრებოდა ამ სურვილთან დაკავშირებით. რაც შეეხება თარიღს, ეს მისგან შემდეგი ლოგიკით იყო დასაბუთებული: ჩვენ, მოგეხსენებათ, ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც შემდეგი 4 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, მისი ლოგიკა, რომელიც საბოლოოდ ჩვენც გავიზიარეთ, იყო, რომ სასურველია, ამ ეტაპზევე პროგრამის მომზადებაში იყოს ჩართული ის ადამიანი, რომელიც შემდგომ ამ პროგრამის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ლოგიკური იყო, რომ მინისტრმა თანამდებობა დატოვა წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების მერე. მან მისცა ახალ მინისტრს საშუალება, თავად მიეღო მონაწილეობა ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც ფართოდ მოიცავს განათლების საკითხებს", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობიდან 28 ოქტომბერს გადადგა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება. ამილახვრის შემცვლელად პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე წულაძე წარადგინა.

მანამდე, 27 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ილიას უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ პირობითი ავტორიზაცია ერთი წლის ვადით მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები